izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
02 ოქტომბერი, 2018
როგორ შევაყვაროთ ბავშვს მათემატიკა ?
მათემატიკა ერთ-ერთია ტექნიკური საგნებიდან, რომლის სწავლა ბავშვების უმეტესობას არ უყვარს.  ამბობენ, რომ თუ თანდაყოლილი უნარი არ გაქვს, ვერ ისწავლიო. მსგავსი დამოკიდებულება მოსწავლეებს საგნის მიმართ ინტერესს უკარგავს.   როგორც წესი, მოსწავლეები ამბობენ, რომ მათემატიკის ნიჭი არ აქვთ და ვერასოდეს შეძლებენ ამ საგანში სასურველი ნიშნის მიღებას.

www.izrune.ge ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებს ესაუბრა. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვები მათემატიკის სწავლით კი არ უნდა შევაშინოთ, პირიქით-უნდა დავაინტერესოთ.

 

სალომე საბიაშვილი ფსიქოლოგი :

,, პირველ რიგში, აუცილებელია თვითონ მშობლები მიუდგნენ მათემატიკას, როგორც რაღაც შემოქმედებითს, საინტერესოს, სახალისოს. ხშირად მშობლები თვითონ ეუბნებიან შვილებს ,,ჩვენ ჰუმანიტარები ვართ, მათემატიკა არასდროს გვესმოდა და შენ აბა საიდან გექნება მათემატიკური ტვინი?!“ შესაბამისად, ბავშვს ექმნება წინასწარი განწყობა, რომ ამ საგანს ვერ აითვისებს.  ამიტომ,  ასეთი გამონათქვამებისაგნ მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ  და ამ მეცნიერებას მეტი პოზიტიური განმარტება მისცენ. 

ბავშვები კი არ უნდა შევაშინოთ, პირიქით, - უნდა დავაინტერესოთ!

როგორ?

ჩვენ მუდმივად გარშემორტყმულნი ვართ ციფრებით: საათებით, რომლებიც დროს გვიჩვენებენ, სამარშრუტო ტაქსების, სახლების, ქუჩების ნომრებით, ფულით, რონელსაც ვითვლით, როცა საყიდლებზე მივდივართ... ჩავრთოთ ბავშვები ზრდასრულ ცხოვრებაში. მაგალითად, როცა კინოში მივდივართ, მივცეთ მათ ბილეთები და ვთხოვოთ დამოუკიდებლად მოძებნონ ის რიგი და ადგილები, რაც ბილეთებზეა მითითებული. მათემატიკა ყველგანაა და თუ  ბავშვები ამას მიხვდებიან, შემდგომში აღარ დასვამენ კითხვას - „ რისთვის მჭირდება  მათემატიკა?!“

უნდა გვახსოვდეს, რომ მათემატიკა მეცადინეობით კი არა თამაშით ვასწავლოთ ბავშვებს. ცალკეული ციფრების მიმატება- გამოკლება ვერ შეაყვარებს მათ ამ საგანს, საჭიროა თამაში. რადგან თამაშში ბავშვი თავისუფლად გრძნობს თავს, ეს ის პროცესია, სადაც ის შემოქმედებით ფრთებს შლის. 



როგორ ვასწავლოთ თამაშ-თამაშით მათემატიკა? 

ავიღოთ კანფეტები, ფერადი ფანქრები, ხილი... ნებისმიერი საგანი, რაც ბავშვში ინტერესს აღძრავს. შევთხზათ ცოცხალი ამოცანები მრავალფეროვანი საგნებითა და ადამიანებით; მაგ: ავიღოთ 6 ვაშლი, შევთავაზოთ ბავშვს გაყოს შუაზე და გვითხრას რამდენი აქვს თვითონ, რამდენი ჩვენ. შემდეგ 1 ვაშლი უკან დავუბრუნოთ და ვკითხოთ ახლა რამდენი ვაშლი აქვს მას? შეგვიძლია გავაგრძელოთ და სხვა პერსონაჟი, მაგალითად ბავშვის მამა შემოვიყვანოთ, ვუთხრათ რომ 2 ვაშლი მამამ აიღო. ახლა რამდენი ვაშლი აქვს მას და ა.შ. ჩართეთ თქვენი ფანტაზია და ბავშვსაც საშუალება მიეცით იფანტაზიოროს.აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მათემატიკური ამოცანების შესრულების სწავლა ბავშვისთვის მშობლისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. ამ პროცესში მშობელი მეგობრულად უნდა მიუდგეს შვილს, ყოველგვარი კრიტიკისა და შედარებებისგან თავი შეიკავოს (ბავშვს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების) და მისცეს რწმენა, რომ დაუძლეველი არაფერია და თუ მოინდომებს  შეძლებს მათემატიკის სწავლას . ''




ნინო თოფურია ფსიქოლოგი :  

,,საჭიროა ყურადღება მივაქციოთ თამაშს, ვინაიდან ეს ბავშვისთვის სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის ერთგვარი მაკეტია.

თუ გვსურს ბავშვს ჩამოვუყალიბოთ ანალიზისა და დაკვირვების უნარი, სასურველია მას ჰქონდეს არა უამრავი სათამაშო, რომელთა გამოყენება რეალურად არც იცის, არამედ რამდენიმე , რომელსაც ფანტაზიის გამოყენებით ბევრნაირი დანიშნულება შეგვიძლია მოვუძებნოთ.  ბავშვთან ხშირი საუბარი (იგულისხმება პირისპირი საუბარი) ავითარებს მის სმენას, გონებრივ შესაძლებლობებსა და ასევე, ამდიდრებს მის ლექსიკას. წაუკითხეთ ზღაპრები და იმსჯელეთ მასთან ერთად, მოუყევით თქვენი დღის შესახებ, გაიყვანეთ სასეირნოდ .  აღწერეთ გარემო - ფერები, სუნები - და  შეეხოს საგნებს, შეიგრძნოს ისინი; ასევე მოასმენინეთ ცოცხალ მუსიკას. მსგავსი აქტივობებით თქვენ   ხელს შეუწყობთ გაიცნოს სამყარო და შესაბამისად ადაპტირდეს მასში. ბავშვს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდება შემეცნებისადმი დადებითი დამოკიდებულება.




თუ გვსურს ბავშვმა ისწავლოს, იქნება ეს დათვლა თუ ახალი სიტყვები, ამ პროცესს უნდა მივცეთ თამაშის ფორმა და ვასწავლოთ არა მხოლოდ ინტერნეტში ვიდეოს ყურებით, არამედ  მივცეთ ხელში ფერადი კენჭები ან დავაკრათ თითებზე სტიკერები და მასთან ერთად დავითვალოთ. გამოვჭრათ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა ფერადი ფურცლებისგან და ვასწავლოთ ფიგურების სახელწოდებები;  

სწორად შერჩეული მეთოდებით ათვისებული ცოდნის დადებითი მხარეა ის, რომ სკოლაში მისულ ბავშვს ხვდება უკვე მისთვის ნაცნობი სიტუაცია და  სწავლა მის მიერ აღიქმება, როგორც დადებითი მოვლენა.

იმედი გვაქვს ფსიქოლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ  ბავშვებს მათემატიკის სწავლა  შეაყვაროთ.


რას ამბობენ ჩვენზე