საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

მშობლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
* დაბადების თარიღი
 
მოსწავლის რეგისტრაცია
(*) აღნიშნული ველების შევსება სავალდებულოა
X

1.გამოყენებული ტერმინების განმარტება:

•კომპანია - შპს „ეტალონი მედია“ რომელიც ახორციელებს  მომხმარებლისთვის ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების გაწევას, ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

•მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით და ეთანხმება კომპანიის მიერ დადგენილ მოხმარების წესებს და აღნიშნულ ხელშეკრულებას. 

•კომპანიის ვებგვერდი/ვებგვერდი/საიტი - www.izrune.ge 

•ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;

•ვებგვერდის გათიშვა - ვებგვერდთან წვდომის შეჩერება.

•ვებგვერდის გაუქმება - ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაშლა.

•მომხმარებლის რეგისტრაცია - კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ სავალდებულო რეგისტრაციის გავლა, კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

•მომსახურების პაკეტები - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული პაკეტები, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე.

•სასწავლო წელი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი.

•,,მხარე“ ან ,,მხარეები“ - მიემართება როგორც კომპანიას, ისე მომხმარებელს, ან დამოუკიდებლად მომხმარებელს ან კომპანიას. 

ზემოთ მოცემული ტერმინოლოგია ან სიტყვები ჩანაცვლებადია შესაბამისი ნაცვალსახელებით და/ან მხოლობით ან მრავლობით რიცხვში გამოყენებით და, ამ შემთხვევაში, ექნება თავდაპირველი, ზემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა.

2.საიტის მიზნები და ამოცანები:

2.1საიტი შექმნილია საქართველოში მოსწავლე-ახალგაზრდობაში განათლების პოპულარიზაციის მიზნით და საიტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ეთანხმება საიტის წესებს;

2.2საიტის  მიზანია, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისების საყოველთაო პროცესში. 

3.საიტის საერთო წესები:

3.1გთხოვთ, წაიკითხოთ მოხმარების მოცემული წესები საიტით სარგებლობამდე და/ან მომსახურების მიღებამდე/შესყიდვამდე. 

3.2აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს „ეტალონი მედია“-ს საკუთრებას.

3.3კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციით, აგრეთვე საიტის ნებისმიერ ნაწილზე წვდომით ან საიტის სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება, ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს (შემდგომში - ,,ვებგვერდით სარგებლობის წესები“), იმ დამატებითი წესების ჩათვლით, რომლებიც მოხსენებულია აქ და/ან ხელმისაწვდომია ბმულის მეშვეობით. მოხმარების ეს წესები ეხება საიტის ყველა მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება მოხმარების წესებს, ვერ ექნება წვდომა კომპანიის საიტზე და მომსახურებებზე. ამასთან თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ წესებით დადგენილ შეზღუდვებს, მაშინ კომპანიის თხოვნაა, მომხმარებელი არ დარეგისტრირდეს და არ გამოიყენოს კომპანიის ვებგვერდი.

3.4საიტის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ (მომხმარებელი) ეთანხმებით საიტის წესებს;  ნუ ისარგებლებთ კომპანიის საიტით ან აპლიკაციით იმ შემთხვევაში, თუ ვერ იგებთ და არ ეთანხმებით ქვემოთ განსაზღვრულ წესებს. 

3.5მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს და სრულად ეთანხმება მას.

3.6მოხმარების ეს წესები და სხვა რეგულაციები, რომლებიც კომპანიის მიერ ამ საიტზეა განთავსებული, წარმოადგენს ერთიან შეთანხმებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის და აწესრიგებს წერილობითი თუ ზეპირი ფორმით მხარეთა შორის განხორციელებულ სხვა კომუნიკაციასა თუ შეთავაზებასთან მომსახურებით სარგებლობას. მას აქვს ზემდგომი ძალა სხვა მანამდელ ან წინააღმდეგობრივ შეთანხმებასთან (მათ შორის, მაგალითად, მოხმარების წესების წინა ვერსიებთან).

3.7კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ პირს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით განუცხადოს უარი მომსახურების მიწოდებაზე.

3.8ნებისმიერი განახლება და ფუნქცია, რომელიც საიტს დაემატება, ასევე ექვემდებარება მოხმარების ამ წესებს. მომხმარებელს შეუძლია მოხმარების წესების ბოლო ვერსიას გაეცნოს ნებისმიერ დროს ამ გვერდზე. კომპანია იტოვებს უფლებას განაახლოს, შეცვალოს ან ჩაანაცვლოს მოხმარების წესები საიტზე/მობილურ აპლიკაციაზე განახლებების/ცვლილებების განხორციელებით. მოხმარების წესების პერიოდულად გაცნობა ცვლილებების გადასამოწმებლად არის „მომხმარებლის“ ვალდებულება. კომპანიის მიერ ცვლილებების განხორციელების შემდეგ მომხმარებლის მიერ საიტის განგრძობითი მოხმარება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება განხორციელებულ ცვლილებებს.

3.9მოხმარების ამ წესებზე თანხმობით, მომხმარებელი ეთანხმება, რომ არის 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და აქვს ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასევე, მომხმარებელი კომპანიას აძლევს თანხმობას, რომ მომხმარებლის მეურვეობაში მყოფ არასრულწლოვნებს ჰქონდეთ წვდომა მოცემულ საიტზე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ ვებგვერდით სარგებლობა არ არღვევს რომელიმე მოქმედ კანონსა თუ რეგულაციას;

3.10იმ შემთხვევაში, თუ მოხმარების წესების რომელიმე ნორმა მიიჩნევა არაკანონიერად, ბათილად ან აღუსრულებელ ნორმად, მისი აღსრულებადი ნაწილი უნდა დარჩეს ძალაში, აღუსრულებადი კი ამოღებულ უნდა იქნეს მოხმარების წესებიდან. რომელიმე ნორმის ამგვარ გაუქმებას არ აქვს გავლენა სხვა ნორმებისა და მთლიანი ხელშეკრულების ნამდვილობაზე და ძალაზე.

3.11მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა გამოიწვევს კომპანიის მხრიდან მომსახურების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

3.12მოხმარების ეს წესები და კომპანიასთან დადებული სხვა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანია მომხმარებელს უწევს მომსახურებას, ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას.

3.13,,ვებგვერდით სარგებლობის წესებით“ გაუთვალისწინებელი საკითხები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.საავტორო უფლებები:

4.1კომპანიის ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაცია, სიახლეები წარმოდგენილი პოსტების სახით, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი კითხვა/ტესტი ან/და კითხვის/ტესტის ნაწილი, განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის/მომხმარებლისათვის თუ სხვა ნებიმისერი მესამე პირისათვის, მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნებისთვის.

4.2თუ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოდიფიკაცია და/ან  ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, შედეგად იწვევს კომპანიის საავტორო უფლებების დარღვევას, ხელმყოფს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა.

4.3კომპანიის ვებგვერდზე გამოყენებული მასალები კომპანიის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გავრცელებული იქნეს, ამასთან კომპანიის თანხმობად ითვლება ნებისმიერ მასალაზე/ტესტზე/კითხვაზე/შედეგზე არსებული ღილაკი „გაზიარება“;

4.4ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენელი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

4.5“საიტი” და მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ყველა ტექსტი, გამოსახულება (“შინაარსი”), ტესტი, კითხვა და სხვა ნებისმიერი მასალა წარმოადგენს “კომპანიის” საკუთრებას და “კომპანია” ფლობს “შინაარსთან” დაკავშირებულ საავტორო უფლებას, თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული. ნებისმიერი “შინაარსი”, როგორიცაა სავაჭრო ნიშანი, ლოგო, მომსახურების ნიშანი წარმოადგენს “კომპანიის” რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ სავაჭრო ნიშანს. წინამდებარე პირობებში განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, მესაკუთრის წერილობითი ნებართვის გარეშე მომხმარებელს ეკრძალება “შინაარსის” გამოყენება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ “კომპანია” კანონით მაქსიმალურად ნებადართულ ფარგლებში იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, მათ შორის უფლებამოსილია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

5.მხარეთა აკრძალვები და ვალდებულებები:

5.1საიტზე აკრძალულია:

•მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.

•მომხმარებელს ეკრძალება საიტის გამოყენება სხვათა უკანონო მოქმედების შესრულებაში ან მონაწილეობაში დასახმარებლად;

•მომხმარებელს ეკრძალება საიტის გამოყენებით, მომხმარებლის მხრიდან, ნებისმიერი პირისათვის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფის მიყენება;

•მომხმარებელს ეკრძალება “საიტის” გამოყენება სხვა პირების უფლებათა დარღვევის მიზნით ან “საიტის” სხვა მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავების ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით.

•მომხმარებელს ეკრძალება ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და საიტის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა;

•მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე; კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს ასეთი მომხმარებლის პროფილი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე;

•მომხმარებელს ეკრძალება საიტზე ნებისმიერ სახით რეკლამის გაკეთება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

•ერთ მომხმარებელს ეკრძალება ერთზე მეტი რეგისტრაციის გავლა. ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს ერთი მომხმარებლის ზედმეტი/დამატებითი რეგისტრაციები;

•მომხმარებელს ეკრძალება კომპანიის სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის კომპანიის სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.

•მომხმარებელს ეკრძალება ვირუსებისა თუ სხვა საზიანო კოდის ატვირთვა ან გადაცემა, რამაც შესაძლოა ავნოს საიტსა თუ კონკრეტულ ოპერაციას ან სხვა დაკავშირებულ საიტს ან ინტერნეტს;

•მომხმარებელს ეკრძალება სპამის, ფიშინგის, ფარმის, პრეტექსტის, სპაიდერის, ქროულის ან სკრეპის გამოყენება;

•მომხმარებელს ეკრძალება კომპანიის, სხვა საიტისა თუ ინტერნეტის უსაფრთხოების ხელყოფა;

•მომხმარებელს ეკრძალება სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური, რასობრივი, ასაკობრივი, ეროვნული, შეზღუდული შესაძლებლობების ან რელიგიური შეხედულების ნიშნით შევიწროება, შეურაცხყოფა, ზიანის მიყენება, დისკრედიტაცია, ცილისწამება, დაცინვა, დაშანტაჟება ან დისკრიმინაცია;

•მომხმარებელს ეკრძალება უხამსი ან ამორალური მიზნებით საიტის გამოყენება;

•მომხმარებელს ეკრძალება საერთაშორისო, ეროვნული თუ ადგილობრივი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა დარღვევა;

 5.2 მხარეთა ვალდებულებები:

•საიტის მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი. მომხარებელს არ აქვს უფლება სხვას გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი; წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.

•მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს სხვა მომხმარებლის პირადი მონაცემები და გვერდი (გარდა ამ ხელშეკრულებაში მითითებული შემთხვევებისა, რომლებიც უკავშირდება მომხმარებლის, როგორც კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებების გამოყენებას);

•მომხმარებელი ვალდებულია  აღნიშნული მომსახურება გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით. ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ვებგვერდის გამოყენება იკრძალება.

•მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

•კომპანიას არ ეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (ბროწსერ) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას კომპანიისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო.

•მომხმარებელი ვალდებულია ვებგვერდი არ გამოიყენოს კომერციული მიზნებისათვის, შესაბამისად,  თუ მომხმარებელი გამოაქვეყნებს  ინფორმაციას, რომელიც შეიცავს კომერციულ რეკლამებს, ბმულებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს/განცხადებებს, რომლებიც არ ემსახურება ვებგვერდით სარგებლობას, ან საფრთხეს უქმნის კომპანიას, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს „მომხმარებლის“ რეგისტრაცია საიტზე ან/და მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

•კომპანია იღებს ყველა გონივრულ ზომას ვებგვერდის კომპიუტერული ვირუსებისგან გასაწმენდად, თუმცა ვერ იძლევა გარანტიას რომ საიტზე არც ერთ მოცემულ მომენტში არ იქნება კომპიუტერული ვირუს(ებ)ი.

6.ვებგვერდის გამოყენება და მომსახურება:

6.1კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელს ელ-ფოსტაზე არ მისდის შეტყობინება, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. როგორიცაა:  საფოსტო სერვერის გაუმართაობა, საფოსტო ყუთისთვის გამოყოფილი ლიმიტის გადაჭარბება ან რაიმე სხვა მიზეზი.

6.2კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელი არ გაეცნობა კომპანიის მიერ მის ელ-ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.

6.3კომპანიის მომსახურების სრულყოფილად მიღება შესაძლებელია მომხმარებლის რეგისტრაციისა და  მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.

6.4მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიასთან შეთანხმების გზით ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტი კომპანიაში არსებული სხვა პაკეტით.

6.5,,ვებგვერდით სარგებლობის წესები“ ძალაშია მანამ, სანამ მომხმარებელი სარგებლობს ვებგვერდით ან  არის დარეგისტრირებული;

6.6შესაძლო ხარვეზები:

•ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს: აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით; პროგრამების გაუმართაობით; სისტემის გადატვირთულობით; ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით; მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელიც არ არის კომპანიის მიერ კონტროლირებადი.

•მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ მომხამრებელმა ვერ შეძლოს მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია თავი შეიკავოს ვებგვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად მომხმარებელი მაინც აგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი თავად მომხმარებელია.

6.7სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები:

•კომპანიის ვებგვერდზე შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დაუკავშირდეს სხვა ვებგვერდებს. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული კომპანიის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას; სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. კომპანია ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ კომპანიის ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია მომხმარებელი გაეცნოს ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ მომხმარებელი გაცლის თავის პირად ინფორმაციას.

•ვებგვერდზე განთავსებულმა ბმულებმა შეიძლება მომხმარებელი გადაამისამართოს სხვა ვებ-გვერდზე. აღნიშნული ვებგვერდები არ კონტროლდება კომპანიის მიერ და კომპანიას არ ეკისრება პასუხიმგებლობა მათ შინაარსზე.

6.8“საიტი” შეიძლება შეიცავდეს მითითებას მესამე პირების საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ მართულ საიტებზე. ასეთი ბმულები მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის/კომერციული მიზნით. “კომპანია” არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს ასეთი საიტების შინაარსზე, მათთან მიმართებაში მოქმედ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. “კომპანია” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას თუ ასეთი საიტები:

•არღვევს რომელიმე მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;

•არის არაზუსტი, არასრული და შეყავს მომხმარებელი შეცდომაში;

•არ არის ვარგისი და არ შეესაბამება კონკრეტულ მიზანს;

•არ უზრუნველყოფს საკმარის უსაფრთხოებას;

•შეიცავს ვირუსებს ან სხვა მავნე ელემენტებს; 

•ცილისმწამებლური ან შეურაცხმყოფელი ხასიათისაა.

6.9ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ხარვეზი შეატყობინოს კომპანიას, საიტზე მითითებული საკონტაქტო წყაროს მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა და ნებისმიერი მისი აქტივობა ჩაითვალება ბათილად ნებისმიერი ფორმით, რომელსაც კომპანია ჩათვლის მიზანშეწონილად.

7.პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა:

7.1მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეკუთვნის ან ფლობს ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოს და ნება დართოს კომპანიას, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად;

7.2თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს ახალი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ მითითებული ძველი საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.

7.3მომხმარებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას თავისი პირადი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნოს ისინი ნებისმიერ მესამე პირზე, რათა დაცული იყოს მომხმარებლის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაცია;

7.4პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

7.5კომპანიის მომსახურებაზე წვდომით და დარეგისტრირებით, მომხმარებელი ეთანხმება, რომ:

•მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნეს მომსახურების გაუმჯობესებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის. მომხმარებელი ეთანხმება კვლევისა და მარკეტინგული მიზნებისათვის მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებას კომპანიის მიერ.

•კომპანიას აქვს უფლება მესამე მხარეებთან ურთიერთობაში გამოიყენოს მომხმარებელთა ანონიმური ინფორმაცია მომსახურების გაუმჯობესების და/ან მომხმარებლისთვის სხვა შესაბამისი პროდუქტებისა თუ მომსახურებების მოწოდების მიზნით. მომხმარებელი ეთანხმება ამ ინფორმაციის მესამე პირებთან გამოყენებას კომპანიის მიერ.

•კომპანიამ შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს კონფიდენციალურობის ნორმებში ინფორმაციის შეგროვებისა და მისი მოხმარების საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი ნორმები და მომავალში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შედის კომპანიისგან შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან.

•კომპანია უფლება აქვს დაამუშავოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ საიტის გამოყენების სტატისტიკა, ვიზიტის დრო, კონკრეტულ გვერდზე გატარებული დრო, IP მისამართი, ინტერნეტ–პროვაიდერი და სხვა. საიტი იყენებს ე.წ. ქუქის (ცოოკიეს). კომპანიის საიტის მოხმარებით მომხმარებელი ეთანხმება ქუქის გამოყენებას კონფიდენციალურობის ამ ნორმების შესაბამისად. ქუქის იყენებს ბევრი საიტი მომხმარებლის შესახებ ყოველი შესვლისას ინფორმაციის მოპოვების მიზნით. კომპანიის საიტის ზოგიერთი ნაწილი ქუქის იყენებს ამ ნაწილის ფუნქციონირებისა და მოხმარების გაადვილების მიზნით. კომპანიის ზოგიერთი პარტნიორი/სარეკლამო კომპანია ასევე შესაძლოა იყენებდეს ქუქის.

7.6თუ მომხმარებელი მიიღებს გადაწყვეტილებას გახადოს თავისი პირადი მონაცემები ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი პირთა შეუზღუდავი წრისთვის, ამასთან დაკავშირებული რისკი მთლიანად დაეკისრება მომხმარებელს.

7.7კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციითა და სარგებლობით მომხმარებელი  ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, შემდგომში მოწოდებული ინფორმაციაც ასევე იქნება უტყუარი; (ინფორმაციის უტყუერობაზე „მომხმარებელი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავად აგებს პასუხს)

7.8მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (მომხმარებლის საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაციის გარდა) შესაძლოა იყოს გადაცემული დაუშიფრავად და უკავშირდებოდეს ა) სხვადასხვა ქსელებში ინფორმაციის გადაცემას ბ) ქსელებისა და მოწყობილობების დაკავშირების ტექნიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ცვლილებების განხორციელებას. საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის დაშიფრულია დამუშავებისა და გადაცემის პროცესში.

7.9მომხმარებელი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს და გადასცეს: 1. კომპანიასთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას მომხმარებლის თანხმობით; და 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

8.მომსახურების ფასები და ფასების ცვლილება

8.1კომპანიის შემოთავაზებები თავმოყრილია ძირითად პაკეტებში, რომელთა შორისაც დიფერენციაციას განაპირობებს მომსახურების განსხვავებული  პირობები და შესაბამისად, ფასები. 

8.2მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის ღირებულების  გადახდა ხორციელდება შეთანხმებისამებრ. მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

8.3გადახდის შესრულებისას, მომხმარებელი ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდის კონკრეტული  მომსახურების საფასურს. როგორც კი დააფიქსირებს გადახდას და აირჩევს გადახდის სასურველ ფორმას, საბანკო ბარათზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, კომპანიის სისტემა მიმართავს პროვაიდერს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე. კომპანია ვერ იქნება პასუხიმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. კომპანია იღებს ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესის დაჩაქრებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა მომხმარებლის მითითებით და მოთხოვნით მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ სერვისის მომწოდებელი უარს ეუბნება კომპანიას წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე.

8.4კომპანიის საიტსა და მობილურ აპლიკაციაზე მოცემული პროდუქტების ფასები შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. 

8.5კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შევწყვიტოს საიტზე ან მის ნაწილზე წვდომა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

8.6კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან მესამე პირის წინაშე მომსახურების ან მისი ფასის ცვლილებაზე, შეჩერებაზე ან შეწყვეტაზე.

9.რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება:

9.1რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი კომპანიისაგან მიიღებს ანგარიშსა და პაროლს. მომხმარებელი პასუხისმგებელია როგორც ანგარიშის, ასევე პაროლის კონფიდენციალურობაზე, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ანგარიშისა თუ პაროლის ირგვლივ შეიძლება წარმოიქმნას, მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშაა;

9.2მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

9.3საიტის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული და მომხმარებელი იზრუნებს ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.

9.4დამატებით, მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ სერვისებით სარგებლობით ან ასეთი სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა შიდა ეროვნული კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები.

9.5მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი როგორც თავისი, ასევე თავისი შვილის/შვილების, მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის თუ სხვა პირთა მონაცემები.

9.6მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა და მისი გამოყენება ექვემდებარება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ გამოყენების პირობებს და საქართველოში მოქმედ ყველა კანონსა და რეგულაციას. ამ საიტზე შესვლითა და მისი გამოყენებით, მომხმარებელი უპირობოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თანხმდება გამოყენების პირობებს. 

10.ხელშეკრულების გაუქმება:

10.1ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დამრღვევის მიმართ გამოიყენოს ნებისმიერი სახის დამსჯელი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით ან/და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით;

10.2,,ვებგვერდით სარგებლობის წესების“ დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებელია კომპანიის მიერ გაუუქმდეს „მომხმარებლის“ პროფილი (ექაუნთი).

10.3ამ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი მომსახურების შეწყვეტის წინაპირობები არ არის ამომწურავი და მომხმარებელს კომპანიამ მომსახურება შესაძლოა შეუწყვიტოს კანონმდებლობის სხვა ნორმების ან/და ამ ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაშიც.

10.4კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს საიტზე ან სხვა დაკავშირებულ საიტზე წვდომა ზემოაღნიშნული ნებისმიერი აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში.

10.5ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებაში, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.