საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
10 აგვისტო, 2018
იმისათვის, რომ თქვენი შვილი გონიერი იყოს და კარგად ისწავლოს - 5 რჩევა
ბავშვებისთვის კარგი სწავლისა და გონების სწორად მუშაობისთვის აუცილებელია ხელშეწყობა და სწორი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, რომელშიც მშობლები უნდა დაეხმარონ.

1. ძილი - ბავშვს დღე-ღამეში მინიმუმ უნდა ეძინოს 8 საათი, იმისათვის რომ მისი ტვინი ნორმალურად განვითარდეს. 

2. აუცილებელია დილით ჯანსაღი საუზმე, ბავშვი,
რომელიც მშიერი გავა სახლიდან დღის განმავლობაში ძალიან მალე დაიღლება გონებრივად. აქვე აღვნიშნავთ, რომ საუზმე აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი. 

3. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს ადვილად შეუძლია ახალი ენების ათვისება.
თუ ბავშვი 1-ზე მეტ ენას ფლობს და მესამეს სწავლობს, მისი გონება გაცილებით სწრაფად მუშაობს. 

4. სხვადასხვა ტიპის გონებრივი თამაშები ბავშვებს აზროვნების სისხარტეში ეხმარებათ. ჭადრაკი, კროსვორდები და სხვადასხვა სირთულის თავდასტეხები ხელს უწყობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. 

5. აჩვენეთ, მას რომ ენდობით - ნუ დაანახებთ რომ მისი არ გჯერათ და ზოგადად თქვენი სიმკაცრით ნუ აიძულებთ შვილს, რომ რამე მოგატყუოთ ან დაგიმალოთ. აჩვენეთ მას ძალიან დიდი ნდობა და ნახავთ, როგორ შეცვლის ეს თქვენს შორის ურთიერთობას.


რას ამბობენ ჩვენზე