izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
01 მაისი, 2018
დედის ამაღელვებელი წერილი თინეიჯერ ქალიშვილს
ეს ცნობილი წერილი გახლავთ, რომელიც დიდი ხანია, რაც ინტერნეტ სივრცეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გაგვეცნო.

1. შენ ჩემზე ბევრად უკეთესი ხარ. შენ შესანიშნავი გოგო ხარ. 15 წელია გიცნობ და ვიცი, რომ შენ იმაზე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებაში წარმოვიდგენდი.

2. შენ აბსოლუტურად სხვა, ცალკე პიროვნება ხარ. შენ არ უნდა გიყვარდეს ის, რაც მე მიყვარს - სრული უფლება გაქვს, არ გაითვალისწინო ჩემი შეხედულებები და არ მიჰყვე ჩემს ღირებულებებს. ოღონდ არის ერთი ნიუანსი: მერე პასუხისგებაც თავად მოგიწევს ყველაფერზე.

3. შეგიძლია გახდე მეეზოვე, დურგალი, ხარატი, დიასახლისი, ბიზნეს-ანალიტიკოსი, ოფის-მენეჯერი. შენი ცხოვრების გზის არჩევაში არ ჩავერევი...

4. იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ ვალის გადახდა მოგთხოვო. ეშმაკსაც წაუღია, მე შენგან არც ჭიქა წყლის მოწოდებას ველოდები და არც მაძღარ სიბერეს, არც შენ „ნობელებზე“ ვოცნებობ.  სრული უფლება გაქვს, აირჩიო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია.

5. მე მუდამ გვერდში გეყოლები, თუ დაგჭირდები - რაც უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში. თუ მთხოვ, შეგიცოდებ და მხარში ამოგიდგები, თანაგიგრძნობ და შევეცდები დაგეხმარო. მაგრამ არასდროს ჩავერევი შენ საქმეში ჩემი ნებით.

6. ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და მეც შენ გამო ყველა საქმე მივატოვო, ჩემი კომფორტი შენი კომფორტის გამო დავთმო. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ. 

7. არ არსებობს არც წარმატების მიღწევის გარანტირებული ხერხები და არც წარუმატებლობის თავიდან აცილებისა. შენ ვერ აკონტროლებ სამყაროს. შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ... შეიძლება ქვეყნად ყველა წესი დაარღვიო, მაგრამ მაინც დაიპყრო მწვერვალები.

8. ერთადერთი, რაზეც უნდა ფიქრობდე — ეს პატიოსნებაა. თავი არ მოიტყუო. ისწავლე საკუთარი თავის გაგება. გააცნობიერე ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და გრძნობები. იფიქრე ისე, როგორც შენთვის აჯობებს.

9. სად დაიკავებ სხვის ადგილს - ინსტიტუტში თუ მაღაზიის სალაროსთან, ვიღაცის ცხოვრების სიყვარულთან დაიწყებ შეხვედრას, თუ ვიღაცის საყვარელ ადგილზე დაჯდები კინოში - ამაზე ბევრი არ იფიქრო. შენი „ცუდი“ ყოველთვის იქნება ვიღაცისთვის „კარგი“.

10. 18 წლიდან საკუთარ ცხოვრებაზე თავად აგებ პასუხს… ბავშვიც გააჩინე, თუ მის მარტო გაზრდას შეძლებ. შეეჭიდე პროექტს, თუ კოლეგების გარეშე, მარტო მის დაძლევას მოახერხებ. ემიგრაციაში წადი, თუ უცხო ქვეყანაში მარტო დარჩენა არ გაშინებს. მარტო! თუ გაგიმართლებს და დამხმარეები გამოგიჩნდებიან  -ახლობლები და მეგობრები, ცხოვრება გაგიიოლდება. მაგრამ ისინი შენთან ვალში არ არიან. ამის იმედი არ გქონდეს.



რას ამბობენ ჩვენზე