14 მარტი, 2018
გორისის წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო
საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, 7 951 415 ლარი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყო.
ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან - სს kobra instalatione servise - ს საქართველოს ფილიალთან 2017 წლის 14 დეკემბერს დაიდო.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა სოფელ გორისაში რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ინ-სი“ 540 დღეში დაასრულებს.