საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
12 მარტი, 2018
ქართველი მამის ემოციური წერილი შვილს - „ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწია ჩვენი სახლის, ქალაქის დატოვება“
„მე ვარ ბესარიონ ცინცაძე 32 წლის. მყავს ერთი ვაჟი, გაბრიელ ცინცაძე 5 წლის. გაბრიელი ისე იზრდებოდა, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. პირველად ეჭვი გაგვიჩნდა, როდესაც გაბრიელმა ფეხი აიდგა და კედლებს ან სხვა ნივთებს ეჯახებოდა. ეს იყო საფუძველი ჩვენი ექიმთან მისვლის, რომელმაც უკვე დაახლოებით წლინახევრის ასაკში გვითხა, რომ ეს სავარაუდოდ იყო აუტისტური სპექტრის აშლილობა.

მე და ჩემი მეუღლე დავბრუნდით სახლში ისე, რომ ნორმალურად და სრულყოფილად არც კი აუხსნიათ რას ნიშნავდა აუტიზმი. ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად მოვიძიეთ ინტერნეტით ინფორმაცია და დავიწყეთ შესწავლა. რა თქმა უნდა, ამის გააზრება ძალიან რთული იყო, მაგრამ გაცილებით სტრესული გახლდათ ის ფაქტი, რომ ქუთაისში დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენი შვილისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარებოდა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაც იყო, ნათესავები ამბობდნენ, რომ ჩვენი მხრიდან არავინ არ ყოფილა ასეთი და ალბათ მეორე მხრიდან არის და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები.

ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწია ჩვენი სახლის, ქალაქის დატოვება და თბილისში გადმოსახლება იმისათვის, რომ გაბრიელი ჩაგვერთო სხვადასხვა თერაპიულ და სარებილიტაციო პროგრამაში. ალბათ ბევრმა იცის, რამდენი ვიბრძოლეთ, რომ გაბრიელი პროგრამაში მოხვედრილიყო და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მივაღწიეთ სასურველ მიზანს. ჩვენ დავტოვეთ ოჯახი, სახლი, მეგობრები, სამსახურები. მეც და ჩემმა მეუღლემაც დავწერეთ განცხადებები და ნებით წამოვედით სამსახურიდან და ისე მოხდა, რომ გაბრიელის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც შევიცვალეთ პროფესიები. მე ინჟინერი ვარ პროფესიით და 6 წელი ენერგო კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედით. ორი წელი გავატარე სრულ შინა პატიმრობაში, რადგან გაბრიელი პროგრამაში ვერ ჩაირიცხა და მე მიწევდა მასთან სახლში მუდმივად ყოფნა იმის გამო, რომ მეუღლემ დაიწყო მუშაობა თბილისში, სწორედ ამ დროს დავიწყე ტრენინგების გავლა და ამ საქმიანობის შესწავლა იმისათვის, რომ ჩემს შვილს დავხმარებოდი განვითარებაში. დღეს კი ერთ-ერთ ცენტრში ვარ სტაჟიორად და ვცდილობ ჩემი ცოდნა სხვა ბავშვების განვითარებასაც მოვახმარო.

ასევე, როდესაც თბილისში გადმოვედი შევქმენი ფეისბუქ ჯგუფი „აუტიზმის მქონე ბავშვების მამები“, სადაც ბევრი მამა გავაწევრიანე, მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა მათი გააქტიურება ვერ მოვახერხე. თითზე ჩამოსათვლელია ალბათ ის მამები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვის ყოველდღიურ განვითარებაში.

უკვე სამი წელია პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ, მოვაგვარებთ ერთ პრობლემას, მაშინვე მეორე იჩენს თავს, მერე მესამე და ასე შემდეგ. ამიტომ არის აუცილებელი პირველ რიგში ჩვენი მენტალიტეტის შეცვლა, იმისათვის, რომ ვიღაცამ არ უწოდოს გაბრიელს „ნარკომანის შვილი“, რომ ვინმემ არ დასცინოს ზურგს უკან, რომ მან შეძლოს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.

ბოლოს მინდა დავასრულო მიმართვით და მოვუწოდო მამებს - ორი წელია ვცდილობ მამების გააქტიურებას და დღემდე მცირედითაც ვერ მივაღიწიე, მოგმართავთ თქვენ - არ არის სირცხვილი გყავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რა გვაქვს სასირცხვილო?! ჩაერთეთ თქვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეიძლება თქვენი შვილები არც საუბრობენ მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობის დროს სიტყვები არ არის საჭირო მათთან საკონტაქტოთ.“

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

Shuki Movida • შუქი მოვიდა



რას ამბობენ ჩვენზე