18 ოქტომბერი, 2017
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თოჯინების თეატრი გაიხსნა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების, მომავალი თაობის ესთეტიკური და ეთიკურ-ზნეობრივი აღზრდის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა.
საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ გაიხსნა თოჯინების თეატრი, მოეწყო შესაფერისი ინფრასტრუქტურა.
თოჯინების თეატრის პირველ სპექტაკლს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, სტუმრები ქუთაისიდან, წარმოდგენილმა სანახაობამ განსაკუთრებით საბავშვო ბაღებისა და ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელები გაახარა.დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ მესხმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ ჯემალ ფანცხავამ, ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის დირექტორმა დაჩი იოსელიანმა, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახ. თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა თემურ ბაღდავაძემ, სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და მსახიობმა ლევან გაბრიჭიძემ.
წყალტუბოს თოჯინების თეატრი ამიერიდან პატარა მაყურებლები პროფესიონალურ ხელოვნებას ეზიარება. აქ მათი გემოვნების, სილამაზისა და აღქმის ჩამოყალიბებაზე იზრუნებენ.