19 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების წარმომადგენლებს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების წარმომადგენლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და სხვადასხვა პრობლემური საკითხები განიხილა.
როგორც თათბირზე გახდა ცნობილი ჭადრაკის სასახლეზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, პროექტი ორ ეტაპიანია და მისი ღრებულება 865 300,87 ლარს შეადგენს.
სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე, ზუგდიდის მერიის პროექტების - „ერთი თბილი ოთახი“ და სოციალური სახლების მშენებლობის მსურველთა 11 განაცხადია შემოსული. აქედან, „ერთ თბილ ოთახზე“ 6, ხოლო „სოციალურ სახლებზე“ 5 განცხადება შემოვიდა. განცხადებების მიღება 28 თებერვლამდე გრძელდება.
თათბირზე, ასევე ლაშა გოგია გარე განათებასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხით დაინტერესდა, რის გადაჭრასაც მოსახლეობა ითხოვს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩებზე ნათურების გამოცვლა, ამ ეტაპზე ნათურების შეცვლა 20 ქუჩაზე მოხდა და შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ჩატარდება.