19 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სასკოლო კუნკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ნახევარფინალური ტური ჩატარდა
კონკურსში მონაწილეობა აფხაზეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 49 საჯარო სკოლამ მიიღო. მონაწილე სკოლებმა კონკურსის ფარგლებში განხორციელებული „მწვანე აქტივობები“ წარადგინეს. სასკოლო კონკურსის ჟიურიმ 9 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის საჯარო სკოლა. ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას დასკვნით, ეროვნულ ტურში მიიღებენ, სადაც ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თავის რჩეულ მონაწილეს საჩუქრად წიგნი გადასცა.
რეგიონული ტურის მონაწილეებს და გამარჯვებულებს კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტიორებმა სპეციალური პრიზები გადასცეს.
კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
სასკოლო კონკურსი „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით