16 თებერვალი, 2018
ზუგდიდის სოციალურმა კომისიამ ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებები ადგილზე გადაამოწმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ სოსელიამ დღეს, ცოტნე დადიანის, წმინდა გიორგის, კოსტავას, თაბუკაშვილისა და ჩიჩუას ქუჩებზე ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებები ადგილზე გადაამოწმა.
აგრეთვე სოციალური კომისია შემოსული განცხადების საფუძველზე იმყოფებოდა პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებ ალექსანდრე ბოკუჩავას ოჯახში, რომელსაც ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაეწვა საცხოვრებელი სახლი.
განცხადებების შესწავლის შემდეგ სოციალური კომისია სხდომაზე შეიკრიბება და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.