12 თებერვალი, 2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს ჩაუტარდა რეაბლიტაცია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით
კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს ჩაუტარდა რეაბლიტაცია.
სრულად აღდგა და
პირვანდელი სახე დაუბრუნდა სოფელ ვაზისუბანში მდებარე წმ.გიორგის
სახელობის ბაზილიკას (სამკარიანი) VI სს, რომელსაც კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გამგეობის შუამდგომლობით, 2 წლის წინ
მიენიჭა.
ასევე, სრულად რეაბილიტირდა სოფელ კარდენახში მდებარე წმ
ნიკოლოზის სახელობის (VI სს) და სოფელ კალაურში მდებარე იოანე
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები (IX
სს) . ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გასულ წელს შიდა სარეაბილიტაციო
სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარდენახში მდებარე საბა წმინდის ეკლესიას
(XIII-XV სს )და ვაზისუბანის სანაგირის მონასტერს (X-XI სს).
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფონდი „ქართუს“დაფინანსებით
ბოლო წლების განმავლობაში აღდგა და რეაბილიტირდა კულტურული მემკვიდრეობის
ორმოცდაათამდე ძეგლი.
მიმდინარე წელს რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაცია
კვლავ იგეგმება, მათ შორისაა სოფელ ვეჯინის წმ.გიორგის ბაზილიკა (VI-VII
სს).