09 თებერვალი, 2018
ზუგდიდის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდი მოეწყობა
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში, ყულიშკარში, ალერტკარსა და
ჯიხაშკარში საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ყულიშკარში, ყულიშკარი-უჩაშონას დამაკავშირებელ გზაზე
საავტომობილო ხიდის სარეგულაციო კედლის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია.
ალერტკარში, საკიკალიშვილოს უბანში საფეხმავლო ხიდი მოეწყობა.
ჯიხაშკარში წმინდა გიორგის ქუჩაზე, ღელე ჯაბახიაზე, ხიდის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 62 526 (სამოცდაორი ათას ხუთას
ოცდაექვსი) ლარი დაიხარჯება.