24 იანვარი, 2018
კასპის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება გრძელდება
2018 წელს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფი აგრძელებს მოსახლეობის დახმარებას.
გასულ წელს 24 მუხლის (პროგრამა) საფუძველზე 441 672 ლარის ფარგლებში
დახმარება 1235 ბენეფიციარს გაეწია, ასევე სააღდგომო საჩუქარი გადაეცა 285
დევნილ ოჯახს. სოციალურად დაუცველი 80 ბენეფიციარი კი კვირაში 6 დღეს უფასო
სასადილოში ერთჯერად კვებას იღებდა, რაზეც 81 140 ლარი დაიხარჯა.
წლის განმავლობაში 2018 წელს დახმარების 24 მუხლს კიდევ სამი მუხლი
დაემატა, ამასთან გაიზარდა რამოდენიმე მუხლის დაფინანსება, მუშაობს უფასო
სასადილო. ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით ვცდილობთ, მაქსიმალური
დახმარება გავუწიოთ ჩვენს მოსახლეობას - აღნიშნა მერიის სოციალური
დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, მერის პირველმა მოადგილე
თამაზ ტატანაშვილმა.