19 იანვარი, 2018
სოფელ ზემო მაჩხაანის საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ზემო მაჩხაანის საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა და
ორშაბათს, 22 იანვარს გაიხსნება. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია
დაწესებულების პირველ სართულს ჩაუტარდა,
მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა და თანამედროვე სტანდარტების
ტექნიკით აღიჭურვა.
დასრულებული სამუშაოები დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსთან, დავით ფხოველიშვილთან ერთად დღეს დაათვალიერა.
ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღით წელს 64 აღსაზრდელი ისარგებლებს.