12 იანვარი, 2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სოციალურად დაუცველი ვეტერანების ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრები გადასცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ
მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,
ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების
სამსახურის თანამშრომელთან ერთად, ომისა და სამხედრო ძალების სოციალურად
დაუცველი ვეტერანების ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრე-სასურსათო პაკეტები
გადასცა.
აღნიშნული საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ქვეყნის
მასშტაბით სოციალურად დაუცველი ვეტერანების ოჯახებისთვის გამოყო.