11 იანვარი, 2018
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა შმაგი ბოლქვაძეს ჩემპიონობა მიულოცა
ქალაქ თბილისში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი
მიმდინარეობს, სადაც აქტიურად არიან ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის სახელით
მოასპარეზე სპორტსმენები.
67 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა
პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ჯანგავაძე
დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„მინდა მივულოცო ხულოელ ფალავანს ეს დიდი მიღწევა და კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვო სამომავლოდ.“ - ვკითხულობთ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის განცხადებაში.