საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
04 იანვარი, 2018
ზამთრის სეზონური დაავადებები ბავშვებში და მათთან ბრძოლის ხერხები

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვი ზამთარში რაც შეიძლება ნაკლებად ავადმყოფობდეს? - მთავარი რჩევა პედიატრებისგან სუფთა ჰაერია. ნუ იტყვით სიცივის გამო ბავშვის გარეთ გაშვებაზე უარს, მაგრამ დაიცავით ზომიერება. 

ჩააცვით ისე, რომ არ შესცივდეს და არც სიცხისგან გაოფლიანდეს. თუმცა ვირუსები ხშირად ბავშვებს ერთმანეთისგან გადაედებათ ხოლმე და განსაკუტრებულად ადვილად მაშინ ავადდება პატარა თუ სუსტი იმუნიტეტი აქვს.

გთავაზობთ, ცნობილი პედიატრების რჩევებს, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან სხვადასხვა დაავადება.

გაცივება

ხშირად სეზონზე ბავშვები რამდენიმეჯერ ცივდებიან. გარდა სიცხისა, განსაკუთრებულა დისკომფორტს უქმნით ხველა და სურდო. გამოსავალი ამ დროს ერთია, ბავშვი დატვირთეთ სითხებით და მხოლოდ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში დაალევინეთ სიცხის დასაწევი წამალი. აცადეთ ორგანიზმს რომ ებრძოლოს გაციებას.


ენტეროვირუსი

ამ დროს ბავშვს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები: ფაღარათი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა.  დაავადება დაახლოებით 3-10 დღემდე გრძელდება. ამ დროს აუცილებელია სითხეებით დატვირთვა, რომელიც იქნება ელექტროლიტების შემცველი, მაგალითად, რეგიდრონი. რადგან ფაღარათმა და ღებინებამ შეიძლება პატარის ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს. 


მენინგიტი

მენინგიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის ქერქისა და ზურგის ტვინის ანთებით მიმდინარეობს. დაავადების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ვირუსი, მათ შორის - პაროტიტი (ყბაყურა) გახდეს. მენინგიტის ასეთ ფორმას ვირუსულს უწოდებენ. ეს არის მენინგიტის ყველაზე ხშირი, მაგრამ იოლი ფორმა, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა.

მენინგიტის სიმპტომები:

ინფექციის ორგანიზმში შეჭრიდან პირველი ნიშნების გამოვლინებამდე შეიძლება 2-დან 10 დღემდე გავიდეს. პირველი ნიშნები არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გაცივების ნიშნებისგან. მოგვიანებით სამი მთავარი სიმპტომი ვლინდება:

1. მაღალი ტემპერატურა;

2. ღებინების მოულოდნელი შეტევები;

3. ძლიერი თავის ტკივილი; 

მოგვიანებითამსიმპტომებსემატებასხვები:

ძილიანობა;

გონებისდაკარგვა;

ბოდვა;

კონვულსიები ანუ კრუნჩხვები (განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში);

სინათლისადმი ზემგრძნობელობა;

ხასიათის მკვეთრი ცვლილება;

თუ ბავშვს ზემოთ დასახელებული სიმპტომებიდან რომელიმე, განსაკუთრებით - მაღალი ტემპერატურა და ღებინება აღენიშნება, დაუყოვნებლივ უნდა გამოუძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ამ დაავადების მკურნალობა საავადმყოფოში უნდა ჩატარდეს!

ყურის ინფექცია

სურდოს დროს ბავშვებს ხშირად ემართებათ ყურის დაავადება. პატარა იწყებს შფოთვას, ტირილს, ყურზე შეხებისას დედას აშორებინებს ხელს. ხშირად ამ მოვლენებს ტემპერატურის მატებაც ახლავს. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ბავშვი რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენოთ ექიმს, რადგან არ არის გამორიცხული შუა ყურის ანთება. 

ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დროულად დაწყება ბევრი სერიოზული გართულების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. ყურის განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში შეიძლება სმენის დაქვეითება განვითარდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია ყურის სიმშრალეზე ზრუნვა. ავადმყოფობის დროს არ შეიძლება ბანაობა.