მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
თუ ხედავთ, რომ უკვე ღამეა და თქვენ შვილს წიგნები და რვეულები კიდევ გადაშლილი აქვს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, მას თქვენი დახმარება სჭირდება.
მართალია, მშობლები ბევრს შრომობენ იმისათვის რომ შვილს საუკეთესო სკოლაში ასწავლონ და სრულყოფილი განათლება მისცენ, მაგრამ ხშირად იმას ვერ ითვალისწინებენ დაძლევს თუ არა მათი ბავშვი სკოლის შესაბამის პროგრამას.
ყველა ბავშვს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, ზოგი ადვილად ითვისებს საშინაო დავალებას და ზოგიც ერთი გაკვეთილის მომზადებას მთელი საღამო უნდება. ამ დროს რთულია ერთდროულად იარონ სპორტზე, მუსიკაზე, სასწავლო წრეზე და ამავე დროს სკოლაში კარგად ისწავლონ.
ბავშვების დიდი ნაწილი ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს და მშობლები გამოსავალს რეპეტიტორებში ხედავენ, რაც ერთის მხრივ ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამით კიდევ უფრო იზრდება ბავშვზე დატვირთვა და გაცილებით მეტი ვალდებულება უჩნდება ვიდრე მანამდე ჰქონდა.
მუდმივ სტრესსა და გადაღლაზე ბავშვები უფრო მწვავედ რეაგირებენ ვიდრე უფროსები, ამას კი შედეგად მოყვება:
უძილობა, ხშირი ავადმყოფობა (გაურკვეველი მიზეზით), სწავლაში ჩამორჩენა და ხშირ შემთხვევაში მშობლებისთვის მოწყობილი ისტერიკები.
ამ დროს უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს მხოლოდ თქვენ გადაარჩენთ ამ ქაოსისგან და სასწრაფოდ უნდა ჩაერიოთ შვილის ყოველდღიურობაში.
გამოსავალი
ზოგადად დამტკიცებულია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბავშვი თითო საგნის მომზადებას 20 წუთს უნდა უთმობდეს. მთლიანობაში კი სწავლაზე საათსა და 20 წუთს უნდა ხარჯავდეს. ამ დროის გაზრდა უამრავი მიზეზით ხდება, მათ შორისაა მშობლის ფაქტორი, რომელიც უამრავჯერ გადააწერინებს ბავშვს დავალებას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს. რეალურად კი ბავშვი იღლება და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს.
ნუ დაუსავთ საკუთარ შვილს შეურსულებელ მისიას. ის თანდათან უნდა ვითარდებოდეს და ნუ აიძულებთ ერთ დრეშ ჩაიდინოს სასწაული. ის ხომ მექანიკური მანქანა არ არის, რომ მომართოთ და ყველაფერი იდეალურად გააკეთოს.
ყოველთვის იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს თავისუფალი დრო. ნუ გაუსვამთ ხშირად ხაზს მის წარმატებას ან წარუმატებლობას. მას აქვს შეცდომების და დაბალი ნიშნის მირების უფლებაც. თუ ხედავთ, რომ ბავშვი გადაღლილია და მეორე დღისთვის გაკვეთილები მოსამზადებელი აქვს , დაასვენეთ ცოტა ხანი, გაართეთ, ან მიეცით საშუალება თავისუფალი დრო როგორც თავად უნდა ისე გამოიყენოს.
საჭიროა თქვენი ჩართულობა
დაიწყეთ მეცადინეობა ყველაზე მარტივი დავალების შესრულებით
და ნელ-ნელა გაართულეთ სწავლის პროცესი. ვერბალურად ჩაერთეთ თავად, მოუყევით გაკვეთილი,
ასე ხომ უფრო ადვილად აითვისებს დავალებას.
კალიგრაფიის ან უსუფთაო ნაწერის გამო ნუ აიძულებთ რომ ბევრჯერ გადაწეროს დავალება. თავიდანვე შეუქმენით ისეთი მოტივაცია, რომ ლამაზად შეასრულოს დავალება.
შეაქეთ ხშირად, ამით თქვენ მის მოტივაციას მხოლო აამაღლებთ.