მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მშობლებისგან ხშირად გაგვიგია, რომ მისი შვილი უაზროდ ყვირის, ყველაფერზე გაღიზიანებულია და მშობლებს ხშირად სიტყვას უბრუნებს.
გთავაზობთ, მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს.
1. ეშინია ოჯახში ან სკოლაში ავტორიტეტული პირის, რომელიც
მასზე შესაძლოა სიტყვიერად ძალადობდეს.
2. აქვს კომუნიკაციის პრობლემა, ვერ პოულობს საერთოს
თანატოლებთან.
3. აქვს დანაშაულის განცდა, სავარაუდოდ რაღაც მოხდა, რასაც მშობლებს ვერ გიმხელთ.
4. არ სჯერა საკუთარი ძალის, ეშინია, რომ წარმატებას
ვერ მიაღწევს.
5. კონფლიქტი აქვს მეგობართან.
6. რთულად იღებს გადაწყვეტილებებს.
7. მუდმივად დამოკიდებულია სხვაზე.
მშვიდად ესაუბრეთ თქვენ შვილს, კარგია თუ ამისთვის დაძინების
წინა პერიოდს შეარჩევთ და სთხოვეთ, გაგიმხილოთ მისი გაღიზიანების მიზეზი. წინასწარ
უთხარით, რომ არ გაუბრაზდებით და დაჰპირდით, რომ აუცილებლად დაეხმარებით პრობლემების
გადაჭრაში.