16 ნოემბერი, 2017
ჩხოროწყუს გამგებელმა სპეციალისტებთან ერთად მუნიციპალიტეტის გაზმომარაგების გეგმა მიმოიხილა
დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შ.პ.ს. ,,საგარეჯოსერვისის“– ს
დირექტორ დავით როჭიკაშვილს და შ.პ.ს. ,,ცისფერი ალის“ სპეციალისტებს გრიშა
მაჭარაშვილს, მერაბ თეთრუაშვილს და გურამ ბარბაქაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე
განიხილეს დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირების საპროექტო–სახარჯთაღრივხვო
დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები და შეიმუშავეს დაბა
ჩხოროწყუს გაზმომარაგების სქემა.
საპროექტო ორგანიზაცია შ.პ.ს
,,საგარეჯოგაზსერვისი“ ასრულებს დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირების საპროექტო
სამუშაოებს. პროექტის მიხედვით დაქსელვითი სამუშაოები 2018 წლიდან
დაიწყება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.