იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მოსწავლეებმა წარმოადგინეს გარემოსადმი მეგობრულ "მწვანე" იდეებზე შექმნილი საინტერესო პლაკატები და ლოზუნგები . აქცია ფლეშმობით დასრულდა .
შეგახსენებთ , რომ წლევანდელი კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენისა და სათემო სერვისების განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებასაც მისცემს.
კონკურსში გამარჯვება საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების დაგროვებით არის შესაძლებელი. სასურველი ღონისძიებების შესარჩევად სკოლებს საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები მიეცმათ.