14 ნოემბერი, 2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი გრაფიკით მიეწოდება
ხვალ 15 ნოემბერს, ლიკანის, სოფელი ლიკანის, ახალი უბნის, ახალშენისა და
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ დასახლებას დილის 10:00
საათიდან შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, მთავარ გაზსადენზე დაგეგმილია სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 16 ნოემბერს დილის 12:00 საათამდე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და
აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული
გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.