13 ნოემბერი, 2017
ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი დათო გოგუა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა
ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი დათო გოგუა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
მან დღეს თაია –ნაფიჩხოვოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გზის რეაბილიტაცია ასფალტო–ბეტონის საფარით მიმდინარეობს.
პროექტი გარდამავალია. ის 1 800 000 ლარით რ ეგ. განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ასრულებს.
ამ ეტაპზე გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში დაიწყება ასფალტის საფარის დაგება