მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. დაჯილდოვდა ქუთაისის, ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის 273 მოსწავლე. აქედან, 160 მათგანი ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეა. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და მოადგილემ მამია მორალიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
პროგრამა ჩემი პირველი კომპიუტერი 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2470 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2557 მოსწავლეა