izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
14 აგვისტო, 2019
მზადება „წიგნიერების დღისთვის“- „მასალა ისე შევარჩიეთ, რომ ყოფილიყო აზარტული და საინტერესო ასაკობრივი ჯგუფებისთვის“
მუდმივ განვითარებასა და სიახლის დანერგვაზე ორიენტირებული ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge, 12 სექტემბრიდან, ყოველ მეორე ხუთშაბათს, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს „წიგნიერების დღეს“ შესთავაზებს.

პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში, მოტივაციისა და წიგნიერების დონის ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის ამოქმედებას ითვალისწინებს.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული ლიტერატურისა და შესაბამისი ტესტების შედგენაში, განსაკუთრებულად აქტიური და წარმატებული თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N133; N 167 საჯარო სკოლების პედაგოგთა ჯგუფები მონაწილეობენ.

რა მეთოდით არჩევენ კლასგარეშე საკითხავ წიგნებს, როგორ დავუბრუნოთ წიგნს მოზარდი და რას აძლევს პროექტი თითოეულ მონაწილეს, ამჯერად თბილისის N 11 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი გვესაუბრება:

- ჩვენი სკოლა მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთათვის „წიგნიერების დღის“ ტესტების შედგენაზე მუშაობს, სადაც ჩემს მიერ შერჩეული 6-6 კაციან ჯგუფებად დაყოფილი 18 პედაგოგია ჩართული. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, რადგან არ არის მარტივი ასაკობრივად შედგეს ჯერ ლიტერატურა, შემდეგ მოხდეს მისი განხილვა, გარჩევა, იქიდან კითხვების ამოკრეფა და ეს ყველაფერი იყოს მორგებული ასაკობრივ ჯგუფზე სწორად, აზრობრივად და მისაღებად.
ეს დიდი შრომაა, რადგან ჯერ უნდა აერჩიათ წიგნები, შემდეგ უნდა წაეკითხათ, იქიდან კითხვები ამოეკრიფათ, რომ არ დარღვეულიყო ასაკობრივი ჯგუფი, ყოფილიყო მიზანმიმართული, შემეცნებითი... შესრულებული სამუშაო კი ყოფილიყო გათვლილი ხანგრძლივი მუშაობის პროექტისთვის.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გვყავდა გარკვეული ჯგუფები, კლასების მიხედვით გადავინაწილეთ ჯგუფის წევრებმა ლიტერატურა და შემდეგ უკვე კითხვებიც მოვამზადეთ.



- თქვენი აზრით, როგორ გაართმევენ ბავშვები თავს ამ პროექტს და იქნება თუ არა შედეგიანი თქვენი შრომა?

- ვფიქრობ, რომ თავს წარმატებით გაართმევენ, თუმცა შედეგებს შემოდგომაზე ვნახავთ. ჩვენ უკვე მივეცით izrune.ge-ში ჩართულ ბავშვებს დავალებები, რა უნდა წაიკითხონ ზაფხულში, რათა შემოდგომაზე მზად იყვნენ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებაა. მესმის, რთულია ამ მხრივ სრულიად ჩაანაცვლო კომპიუტერი, მაგრამ სკოლის დავალებას თუ პედაგოგების თხოვნას ითვალისწინებენ მოზარდები და ბუნებრივია, რაღაც გარკვეული პროცენტი მაინც წაიკითხავს მიცემულ ლიტერატურას, რაც უკვე შედეგია.
მთავარია, ისე უნდა წაიკითხონ, რომ დაამახსოვრდეთ, გააზრებულად წაიკითხონ, გააანალიზონ ნაწარმოები, რასაც კითხულობენ, რადგან მათ იციან, რომ სექტემბერ-ოქტომბერში პროექტში ჩაერთვებიან, სადაც გამოჩნდება რამდენად სწორად და ყურადღებით წაიკითხეს, რა დაამახსოვრდათ. მასალა ისეა შერჩეული, რომ არ ყოფილიყო რთული ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ვეცადეთ, ყოფილიყო საინტერესო და აზარტული, რათა მომავალში მეტი დაინტერესება იყოს მოსწავლეების მხრიდან. ვფიქრობ, მოტივაცია აღვძარით და ვნახოთ, ჯერ ნაადრევია შედეგებზე საუბარი, ჯერ მხოლოდ ვემზადებით.

- როგორც თქვით, საკმაოდ რთულია 21-ე საუკუნის ახალგაზრდას თანამედროვე ტექნოლოგიების სრულ ალტერნატივად წიგნი შესთავაზო და მაინც, კიდევ რა მეთოდით შეიძლება ბავშვმა წიგნი შეიყვაროს?

- თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში რთულია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში მოზარდს არც სმარტფონი და არც ინტერნეტთან წვდომა აქვს. არც ელექტრონული ბიბლიოთეკა გვაქვს ისეთი მდიდარი, რომ წიგნი ჩაანაცვლოს. მე ვფიქრობ, რომ სასურველი და აუცილებელია, მოსწავლე წიგნით იღებდეს განათლებას და არა ელექტრონული საშუალებებით, თუნდაც იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნას.
ყოველ წელს ვცდილობთ, მოვიწვიოთ სკოლაში მწერლები, პოეტები, გვაქვს შეხვედრები და ვცდილობთ, ჩვენი სკოლის ბავშვები იყვნენ ჩართული სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებში, ვატარებთ კონკურსებს, სადაც თუ ბავშვს კონკრეტული ლიტერატურა არა აქვს წაკითხული, ვერ მიიღებს მონაწილეობას...

რაც შეეხება izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტს, ის მართლა არაჩვეულებრივია, იმიტომ, რომ უამრავი მოსწავლეა მასში ჩართული. გვქონდა ამ ბავშვებთან ყოველი თვის ბოლო კვირას მთავარი ტესტი და ძალიან საინტერესო დიალოგებს ვისმენდი მათგან. მერე პედაგოგიც ამ კუთხით ერთვება, მუშაობს და მეტი მოტივაცია უჩნდება მოსწავლეს, რომ მომავალ ტესტირებაზე მაღალი ქულა აიღოს. ეს არის პროექტი, რომელიც ერთგვარად მშობელს შვილთან აახლოებს, ოჯახში ერთად დგამენ ამ ნაბიჯებს, თანამშრომლობენ. მშობელი ჩართულია უკვე პროცესში და ხედავს, რომ ბავშვი უსაქმოდ კი არ ზის კომპიუტერთან, არამედ დაინტერესებულია თემით, რომელიც განათლებას ეხება.

დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი კარგი იდეისთვის, მისი განხორციელებისთვის, რადგან არ არის მარტივი, საქართველოს მასშტაბით ამხელა პროექტი ასეთი შედეგებით განახორციელო. izrune.ge არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მე ვიტყოდი, ერთადერთი წარმატებული პროექტი ჩვენი მომავალი თაობისათვის, რაც აძლევს ახალგაზრდას მოტივაციას, გახდეს წიგნიერი და წარმატებული.

თბილისის მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნინო რაზმაძე, რომელიც უშუალოდაა ჩართული საკითხავი წიგნების შერჩევასა და ტესტების შედგენაში, ამბობს, რომ პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც izrune.ge სექტემბრიდან იწყებს, ისეთი ლიტერატურა შეირჩა, რასაც სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეები სიამოვნებით, ძალდატანების გარეშე გაეცნობიან:

- შევარჩიეთ ისეთი ლიტერატურა, რაც უპირველესად იმ ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ვმუშაობთ, რასაც ბავშვები ხალისით და ინტერესით წაიკითხავენ.
ბავშვმა კითხვა უნდა დაიწყოს ზომიერად. არ შეიძლება თავიდანვე მისცე მაგალითად, წასაკითხად კონსტანტინე გამსახურდია, თუ მას არა აქვს გონება მომზადებული საამისოდ. რა თქმა უნდა, რთულ ნაწარმოებს ვერ წაიკითხავს, გაუჭირდება და მის მიმართ ინტერესს დაკარგავს. ამიტომ უნდა შეირჩეს ჯერ მარტივი, საინტერესო, სახალისო ლიტერატურა, რომ როცა გადაშლის და ერთ გვერდს წაიკითხავს, ჩაუღრმავდეს და ვეღარ დაანებოს თავი. ეს არის ჩვენი შრომის მიზანი.

იხილეთ ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სია


რას ამბობენ ჩვენზე