izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
22 ივნისი, 2019
როდესაც შვილს უყვირით... - რჩევები, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ

თითოეულ მშობელს შვილის აღზრდის თავისი წესი აქვს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უმეტესობა იმ წესებს მიყვება, რაც წარსული თაობიდან გადმოეცა.

ამ სფეროში ინოვაცია ძალიან ნელა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ გამოჩენილი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების წყალობით. თუ თქვენი შვილი არ გიჯერებთ, გამუდმებით გეკამათებათ, გეუხეშებათ, დროა, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ არასწორად და როგორ გამოასწოროთ შვილთან ურთიერთობა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ შვილის სწორად აღზრდაში.

როგორ აღვზარდოთ შვილი სწორად?

1. არ უყვიროთ ბავშვს

ძველი და გაცველითი რჩევაა, მაგრამ ძალიან სასარგებლო. როდესაც შვილს უყვირით, ის მთელს თქვენს აგრესიას ღრუბელივით ისრუტავს და გარკვეული დროის მერე უკან დაგიბრუნებთ.

დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დაფიქრდით იმაზე, თუ რატომ ექცევით ბავშვს ცუდად. როდესაც დამშვიდდებით, მხოლოდ მას მერე გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება ჩვეულებრივი ტონით. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს აღზრდის პროცესს.

არ შეგიძლიათ თავის შეკავება? დიახ, ეს უპირობოდ რთულია. პირველ რიგში, გაერკვიეთ, რა იწვევს შენს გაღიზიანებას. ხმამაღალი მუსიკა? ცუდი შეფასება? არაერთხელ ყოფილხარ ასეთ სიტუაციაში და მსგავსი უსიამოვნებისთვისაც მზად უნდა იყო. თქვენ ორს შორის უფროსი ხართ თქვენ!


2. ნუ მოსთხოვთ ბავშვს ზედმეტად ბევრს

თქვენი შვილი აუცილებლად იქნება თქვენთვის საუკეთესო, მაშინაც კი, თუ ცურვაში მედალს არ მიიღებს, ან კარგად არ ისწავლის.

ნუ იფიქრებთ, რომ შვილი აუცილებლად უნდა გგავდეთ და უნდა განახორციელოს თქვენი არარეალიზებული ამბიციები. უბრალოდ აღმოაჩინეთ ის, რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის და განავითარეთ მასში.

3. შექმენით კარგი შთაბეჭდილება

შვილები მშობლის სარკეა, ბავშვები აფასებენ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ და იმეორებენ კიდეც.

გააკვირვეთ ბავშვები თქვენი შესაძლებლობებით, უნარებით, აჩვენეთ თქვენი ცოდნა, ძალა, ხასიათი. ამ გზით არამხოლოდ ავტორიტეტს მოიპოვებთ, არამედ თქვენს საუკეთესო თვისებებს ჩადებთ მასში.


4. განიხილეთ, დაეხმარეთ, დაარწმუნეთ

თქვენ შორის სრული ურთიერთგაგება უნდა იყოს. ერთად განიხილეთ ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, იყავით მისთვის არამხოლოდ აღმზრდელი, არამედ მეგობარი. აგრძნობინეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თქვენი დახმარებისა და რჩევის იმედი ჰქონდეს. ისე გააკეთეთ, რომ სახლი ბავშვისთვის იყოს ადგილი, სადაც მისი ესმით და ეხმარებიან.

დაარწმუნეთ შვილი, რომ თავისი ცხოვრების შემოქმედი თავადაა, თავისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის. სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში დიდი ადამიანები იზრდებიან.

 

5. მეტი დრო დაუთმეთ შვილთან ურთიერთობას

თუ თქვენი გადატვირთული დღის გრაფიკი შვილთან ბევრი დროის გატარების საშუალებას არ გაძლევთ, არსებული დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ. წიგნების კითხვა, თეატრში სიარული, ბუნებაში განტვირთვა - წარმოუდგენლად დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე და ბავშვი ეჩვევა სასარგებლო უნარ-ჩვევებს. 

თუ ბავშვი ყურადღების ნაკლებობას იგრძნობს, ის ეცდება სხვასთან ურთიერთობით შეივსოს ყურადღების დეფიციტი. 

6. ნუ აარიდებთ თავს კითხვებს

მაშინაც კი, თუ ბავშვმა ზედმეტად მგრძნობიარე საკითხზე დაგისვათ კითხვა, არ სცადოთ პასუხისგან თავის არიდება. ზოგიერთი ინფორმაციის მისაღებად ბავშვები მზად არ არიან, მაგრამ ნებისმიერი არადამაჯერებელი პასუხი დაუმახინჯებს მას აღქმას. უპასუხეთ პირდაპირ, მაგრამ მოკლედ, თუ თემა თქვენთვის უინტერესოა.

7. ნუ მოარიდებთ სიძნელეებს

თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა, უდარდელი ბავშვური ცნობიერება ზრდასრული ცხოვრებისთვის მოამზადოთ. არ გამოგივათ, თუ ეცდებით საგულდაგულოდ მოარიდოთ ყველა პრობლემას.

ახლობლების გარდაცვალება, პრობლემები ოჯახში, ბანალური უარი ''საყვარელი სათამაშოს'' ყიდვის დროს - ეს ყველაფერი პიროვნების ფორმირებაში ეხმარება. 

8. აღიარეთ შეცდომები

როდესაც ხვდებით, რომ არასწორი იყავი, მაგალითად, შვილთან დისკუსიის დროს, არ შეგეშინდეთ შეცდომის აღიარების. ამით თქვენი ავტორიტეტი არ დაეცემა, პირიქით, კიდევ უფრო ამაღლდება, როცა დამარცხებას დელიკატურად აღიარებთ და სამართლიანობას აღადგენთ.



რას ამბობენ ჩვენზე