izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
12 აპრილი, 2019
არავერბალური კომუნიკაცია, როგორც კლასის მართვის საუკეთესო მექანიზმი - რჩევები მასწავლებლებს

არავერბალურ კომუნიკაციას საფუძველი 1872 წელს, ჩარლზ დარვინის კვლევის შედეგად ჩაეყარა, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში ემოციების გამოხატვას ეფუძნებოდა. ინგლისელი მეცნიერის სხვა კვლევებმა არავერბალურ კომუნიკაციას სულ სხვა გასაქანი მისცა, შეიცვალა წარმოდგენები მასზე და მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომუნიკაცია კომუნიკაციებს შორის. 

ხელის ან თვალის მოძრაობა, ხმის ტემბრი, მიმიკა, გამომეტყველება ხშირად სიტყვებზე მეტია - ამას მეცნიერები მრავალი ნაშრომით ადასტურებენ და იქვე ამატებენ, რომ არავერბალური კომუნიკაცია ყველაზე მეტადაა მოკლებული სიყალბეს. არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა ხშირად ყველაზე უკეთ გადმოსცემს სათქმელს, ეს კი გვეხმარება უკეთ ამოვიცნოთ მოსაუბრე ან თუნდაც, თავი დავიცვათ მისგან. 

არავერბალურ კომუნიკაციას იყენებს ყველა, თუმცა ბოლო დროს ამ ხერხს განსაკუთრებით პედაგოგები მიმართავენ, რომლებსაც ყოველდღიურად ასობით მოსწავლესთან აქვთ კონტაქტი და მათ გასავითარებლად სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უწევთ. 

სწორედ ამიტომ izrune.ge გთავაზობთ არავერბალური კომუნიკაციის იმ ფორმებს, რომლებიც მოსწავლეებთან მუშაობაში დაგეხმარებათ და ისედაც, რაც მეტი გვეცოდინება ამ საკითხზე, მით უფრო გაგვიადვილდება ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანთან. 

უკვე წლებია, რაც მასწავლებლები არავერბალურ კომუნიკაციას კლასის სამართავად იყენებენ. ასევე, ისინი ასწავლიან მოსწავლეებს ყველაზე საჭირო უნარების გამოყენებას და სხეულის ენის კონტროლს. უცხოეთში ეს პრაქტიკა დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და იქ, საკლასო ოთახის მორთულობა და მერხების განლაგებაც კი „მეტყველებს“. 

რატომ არის მნიშვნელოვანი არავერბალური კომუნიკაცია? - პირველ რიგში, ის სანდო და საიმედოა, ასევე, უფრო მრავლისმთქმელია და რაც შეიძლება ნაკლები სიტყვების გამოყენებას ითხოვს კომუნიკაციის დროს. არავერბალურ კომუნიკაციას მოსწავლეები ვერბალურამდე სწავლობენ და სწორედ ამიტომ, ამას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

რა და როგორ შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა არავერბალური კომუნიკაცია კლასში?  -არავერბალური კომუნიკაციის სულ ოთხი კატეგორია არსებობს: ფიზიკური, სიმბოლოები (ნიშნები), სიგნალები და ესთეტიური. უცხოური გამოცდილებით დასტურდება, რომ საკლასო ოთახში ოთხივე კატეგორიის გამოყენება ეფექტურია. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ მოსწავლეებთან მუშაობისას: 

თვალით კონტაქტი - საუბრისას, გაკვეთილის ახსნისას აუცილებელია მსმენელს პირდაპირ თვალებში უყუროთ. ფიზიკური კომუნიკაციის ეს ფორმა, ისევე როგორც სიცილი, მიმიკა, ნებისმიერ გაკვეთილზეა ეფექტური. 

ვიზუალური მასალა - ნახატების, სხვადასხვა სიმბოლოსა და ნიშნის გამოყენება გაკვეთილს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის. ამ ფორმის გამოყენება ძირითადად შეფასების დროს ხდება, მაგალითად, მოსწავლის პასუხები „დიახ“ და „არა“ შეიძლება შესაბამისი სიმბოლოებით გამოსახოთ ან ქულების მაგივრად სხვა სისტემა შეიმუშავოთ და ამგვარად შეაფასოთ მოსწავლე. ვიზუალურ მასალას, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის ახსნის დროსაც, რადგან სწორედ ვიზუალიზაცია განაპირობებს მათ ინტერესსა და მოტივაციას, რა თქმა უნდა, ასაკისა და ინტერესების შესაბამისად. 

სიგნალები - სხვადასხვა სიგნალი, როგორიცაა ფერები, ხმა, ფერადი ფურცლები, შეიძლება სულ სხვაგვარი მნიშვნელობით დატვირთოთ, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებთ და შემდგომ კლასში გამოიყენოთ. მაგალითად, პატარა ზარი დარეკოთ, როცა გინდათ, რომ მოსწავლემ კითხვაზე პასუხის გაცემა შეწყვიტოს, რადგან უკვე საკმარისია ან ფერადი ფურცლებით ანიშნოთ, სწორი და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში. სიგნალები დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად აკონტროლოთ სიტუაცია და მოსწავლეებიც დააინტერესოთ

და ბოლოს, ესთეტიური კომუნიკაცია ის კატეგორიაა, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. კომუნიკაციის ეს ფორმა შეიძლება გამოიხატოს ყველაფერში, გარდა სიტყვებისა. ცეკვა, სიმღერა, ფერადი კოსტიუმები, ხატვა და ზოგადად ხელოვნება - ყველაფერი, სადაც ბგერების ნაცვლად ესთეტიკა „საუბრობს“. 

რატომაა ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მოსწავლეები მარტივად ხვდებიან მასწავლებლის ემოციებს, შედიან მათთან კონტაქტში და სწორად ამჩნევენ მის დამოკიდებულებას მათ მიმართ და თუ მასწავლებელი არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს სწორად გამოიყენებს, ეყოლება ძლიერი კლასი, ეფექტური, კომუნიკაბელური და მრავალმხრივ მოაზროვნე მოსწავლეებით.



რას ამბობენ ჩვენზე