izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
09 აპრილი, 2019
მოსწავლის ჯიბის ფული - რა თანხა სჭირდება ბავშვს ყოველდღიურად და ვის რამდენ ფულს ატანს მშობელი

გაკვეთილებს შორის შესვენება ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდია. ამ დროს, მათი უმეტესობა, სკოლის სასადილოსკენ მიიჩქარის, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, სადაც იუნისეფის კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე – საარსებო მინიმუმზე, მნიშვნელოვანია, რამდენად ახერხებს ყველა მშობელი შვილს იმდენი თანხა თუ საკვები გაატანოს სკოლაში, რომ ბავშვმა შიმშილის დაკმაყოფილება შეძლოს. რა თანხა სჭირდება სკოლის მოსწავლეს, ვის რამდენ ფულს ატანს მშობელი და რაში ხარჯავენ მოსწავლეები რეალურად თანხას? ამ კითხვებით Izrune.ge - მ მშობლებსა და მოსწავლეებს მიმართა.

ელენე – ორი შვილის დედა:

 – ჩემი გოგონა კერძო სკოლაში დამყავს. მეორე კლასშია. მთელ დღეს, ფაქტობრივად, სკოლაში ატარებს. დღეში ერთი კვება უფასო აქვთ, დანარჩენს მე ვატან. ჩემს უფროს ბიჭსაც, რომელმაც სკოლა უკვე დაამთავრა, ვატანდი ხოლმე რაიმე წასახემსებელს. არც უფროსს უყვარდა ბუფეტის საჭმელი და არც პატარას მოსწონს.  არაფერს არ ჭამენ იქ ნაყიდს. ერთადერთი, ჩემს გოგოს მათი გაკეთებული წვნიანი უყვარს და სადილზე, რომელიც უფასოდ ეკუთვნის მე-4 კლასის ჩათვლით,  იმ წვნიანს მიირთმევს.

ზოგი ბავშვი იქვე ყიდულობს სოსისიან პურს, ხაჭაპურს, ლობიანს ჭამენ. როგორც ვიცი, დღეში 2–3 ლარს ხარჯავენ დამატებით.

–  შესაბამისად, რამდენია,  მეორე კლასელი გოგონას დღიური სახარჯო ფული?

–   ფულს საერთოდ არ ვატან, არ სჭირდება. არც ბიჭს ვატანდი. სკოლამდე „მარშრუტკას“ დაჰყავდა,  60-70 ლარი მიჯდებოდა თვეში ტრანსპორტის ფული, როცა დაქირავებული მყავდა. მე–7 კლასამდე ასე იყო. მერე, სასკოლო უფასო ბარათი ჰქონდა. გოგონა სკოლამდე ფეხით დადის და არც მას სჭირდება გზის ფული.

– სხვა საჭიროება არ აქვს, რისთვისაც ფულს დახარჯავს ბავშვი?

–   პატარას არა. ჩემი ბიჭი და მისი კლასელები ბოლო წლებში გარეთ სხდებოდნენ საღამოობით და იქ ჭამდნენ. სკოლაში არაფერს ხარჯავდა, თუმცა ფულს მაინც ვატანდი ხოლმე, რომ, მაგალითად, სკოლის მერე შეიძლება შაურმის საჭმელად წასულიყვნენ ბიჭები და ჩემი ხომ არ გამოაკლდებოდა?!

თამარი – ორი შვილის დედა:

– სკოლაში ჩემს შვილებს 1 ან 2 ლარს ვატან. უფროსი ბიჭი მე-7 კლასშია და კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიაქვს 1-2 ლარი. ხშირად სახლიდან ვატან საჭმელს, ან მაღაზიაში ვყიდულობთ ფუნთუშას და ის მიაქვს. სხვა სახარჯო თანხა არ სჭირდება. უბრალოდ, 5 ლარიანი უდევს ჯიბეში, რომელიც ექსტრემალური სიტუაციისთვისაა გათვლილი და იცის, რომ ისე არ უნდა დახარჯოს.

პატარა ბიჭი პირველ კლასშია, კერძო სკოლაში დამყავს და იქ აქვთ კვება. მასაც ასე, 1-2 ლარს ვატან ხანდახან. ყიდულობს წვენს, რომელიც  80 თეთრი ღირს, ან ხაჭაპურს, რომელიც  1,20 ლარი ღირს ან სულაც - 1 ლარიან  ჰოთ-დოგს. უფროსი ბიჭის კლასში საშუალოდ 2-3 ლარი დააქვთ ბავშვებს და აქ რაც ჩამოვთვალე, იგივე რაღაცებს ყიდულობენ. პიცაც აქვთ კიდევ, რომელიც 1,5 ლარი ღირს და წყალი – 50 თეთრი.

– ექსტრემალურ სიტუაციაში რა იგულისხმება?

– ტრანსპორტს დაჰყავს და თუ მაგალითად, ვერ მიაკითხა, ტაქსის ფული რომ ჰქონდეს.

თამუნა – ერთი შვილის დედა:

– ჩემი შვილი პირველ კლასში რომ სწავლობდა,  სახლიდან ვატანდი ხოლმე საკვებს, რადგან არ მინდოდა ყოველდღე ხაჭაპური, ლობიანი ან ჰოთ-დოგი ეჭამა. კონტეინერებით დადიოდა და სალათები, ფუნთუშები, დაჭრილი ხილი დაჰქონდა. მეორე კლასში იგივე რომ გავაკეთე, ხელუხლებელი მომიტანა. თავს იმართლებდა, არ მშიოდაო,  მაგრამ რეალური მიზეზი გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ ბავშვები დასცინოდნენ. ყველა ბუფეტში ყიდულობდა და ჩემი შვილი რომ ამოიღებდა თავის კონტეინერს, სიცილი უვარდებოდათ. სახლში რაც მაქვს, იმას ვატანდი. 1 ლარით, რომლითაც ბუფეტში საშინელი სოსისისგან დამზადებული ჰოთ-დოგი მოუვა, მირჩევნია, 1-2 ცალი ვაშლი და 1-2 ცალი მსხალი ვუყიდო და ის ვაჭამო, მაგრამ არ გამომივიდა ჩემს ნებაზე მისი კვება. ახლა მე-4 კლასშია და ხან ვატან 1 ლარს და ხან ვერა. თუ ვერ გავატანე, იძულებულია, შიმშილი აიტანოს, სანამ შინ დაბრუნდება.

სოფო – ერთი შვილის დედა:

– ვერ ვატან ჩემს ბავშვს საჭმელს სკოლაში. ვისაც კონტეინერებით დააქვს, დასცინიან, განსაკუთრებით ბიჭებს და ამიტომ, ჩემს შვილს არ დააქვს. ბავშვს შიმშილით რომ გული არ წაუვიდეს, იძულებული ვარ, ყოველდღე 1 ან 2 ლარი მივცე, რაც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი თანხაა. ამბობს, რომ მის თანაკლასელ ბიჭებს 5 და 10 ლარიანები დააქვთ და ვისაც ფული არ აქვს, მათ დასანახად ისე იქცევიან, რომ  თვითონ თავს დამცირებულად გრძნობს. ყველამ თავისი საქმე იცის, მაგრამ რა საჭიროა, ბავშვს იმაზე მეტი თანხა მისცე, ვიდრე საჭიროა, ვერ ვხვდები. თან, იმ მშობლებმა მშვენივრად იციან, რომ კლასში 90%-ს ძალიან უჭირს.

ნინი – მე-9 კლასის მოსწავლე:

–  დედა 1 ლარს მატანს ყოველდღე. თუ მოახერხა და 2 ლარი მომცა, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე.

–  რაში ხარჯავ 1 თუ 2 ლარს? 

–  ბუფეტში. ძირითადად, 1 ლარიან ჰოთ-დოგს ვყიდულობ. ისეთი საშინელი ხაჭაპური იყიდება, ერთხელ ვიყიდე და ვერ შევჭამე, გადავაგდე –  ცომი გამომცხვარი არ იყო და ყველის მაგივრად რაღაც ბლანტი მასა იდო. ლობიანიც 1 ლარი ღირს, მაგრამ იმ ხაჭაპურის გემოს მერე, აღარც მისი გასინჯვა მინდა. რამდენიმე თვე დაკეტილი იყო ბუფეტი, ძლივს გახსნეს და ასეთი საშინელი საკვები შემოიტანეს. შოკოლადიან ფუნთუშასაც ყიდიან და ისიც 1 ლარი ღირს. ამ ფუნთუშასაც ვყიდულობ ხანდახან. სანამ ბუფეტს განაახლებდნენ, პიცაც იყიდებოდა და ერთი ნაჭერი 1,5 ლარი ღირდა. მომწონდა ის პიცა, მაგრამ ახლა აღარ იყიდება. ადრე „საწრუპიანი“ ნატურალური წვენებიც იყიდებოდა, მაგრამ ახლა აღარ ყიდიან. მარილიანი ჩხირებიც აკრძალეს, საღეჭი რეზინებიც... 

– სხვა ბავშვები რას ჭამენ?

–  ლობიანს ჭამენ და ჰოთ-დოგს. ვაშლი და ბანანიც იყიდება ჩვენს ბუფეტში. ვაშლი 50 თეთრი ღირს, ბანანი, მგონი, 60 თეთრი. ბანანს არავინ ყიდულობს, რადგან მერე ბავშვები დასცინიან.

– შენი თანაკლასელები რამდენ ფულს ხარჯავენ დღეში?

– ზოგს სულ არ დააქვს ფული. არადა, სხვები რომ ჭამენ, აშკარად ნერწყვებს ყლაპავენ. ბევრჯერ გამიყვია ერთი ჩემი კლასელისთვის ჰოთ-დოგი. ამბობს, რომ სახლშიც კი არ აქვთ საჭმელი... ერთ ჩემს კლასელ გოგონას კი ხშირად 10 და 20 ლარიანები დააქვს. ბუფეტში ყველაფერს ყიდულობს, რაც მოუნდება. ყველა დასვენებაზე ბუფეტისკენ გარბის. გარეთ რომ გამოვდივართ, „კოკა-კოლებს“ ყიდულობს და ყველას გვირიგებს. უფროსკლასელი ბიჭები დგანან ხოლმე ბუფეტში და ვისაც დაინახავენ, ყველას ფულს სთხოვენ. ზოგი 10 თეთრს აძლევს, ზოგი – 20-ს. ასე აგროვებენ და იმით ყიდულობენ მერე რამეს. ალბათ, შიათ... 



რას ამბობენ ჩვენზე