izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
08 თებერვალი, 2019
3 წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან, რომელიც ბავშვებისთვის არ დაწერილა

ზოგიერთი წიგნი, რომლებსაც საბავშვო ლიტერატურის კლასიკად ვთვლით, ბავშვებისთვის სულაც არ დაწერილა. უფრო მეტიც, ბევრი მწვავე სატირითა და უცენზურო დეტალებით იყო სავსე და მხოლოდ დრომ და მრავალრიცხოვანმა სარედაქტორო ცვლილებამ შეცვალა ტექსტი იმდენად, რომ ახლა ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ისინი პატარა მკითხველებს წავუკითხოთ. 




3 წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან, რომელიც ბავშვებისთვის არ დაწერილა.


„ტომ სოიერის თავგადასავალი“ - მარკ ტვენი




ტომ სოიერის დაწერის დროისთვის მარკ ტვენი უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო. მის ახალ რომანში მწერლის ზოგიერთი ავტობიოგრაფიული მომენტი ჩანს.


სავარაუდოდ, ამიტომაც, როდესაც ტვენმა წიგნი დაასრულა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას უფროსები წაიკითხავდნენ:


„ეს საბავშვო წიგნი სულაც არ არის, არავითარ შემთხვევაში. მას მხოლოდ ზრდასრულები წაიკითხავენ. იგი უფროსებისთვის არის დაწერილი“,-წერდა ტვენი.


ამ აზრის შეცვლა ტვენს ამერიკელმა მწერალმა და რომანისტმა უილიამ ჰოუელსმა აიძულა. მან ურჩია, რომ ტომ სოიერის თავგადასავალი უკეთესია სწორედ საბავშვოდ განეხილა. ტვენი დათანხმდა ნაწარმოებიდან ამოეღო ზოგიერთი „უხამსობა“, შეარბილა 

საკვირაო სკოლის აღწერა და ამოიღო უხეში ლექსიკა. 


„ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“ - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი




ოქსფორდის უნივერსიტეტის ლინგვისტმა პროფესორმა პირველი ნაწარმოებების წერა მის მიერ გამოგონილი ელფების დიალექტით დაიწყო.


როგორც მან მოგვიანებით აღიარა, მისი „ისტორიები“ საკუთარი ენებისთვის სამყაროს შექმნის სურვილით გაჩნდა და არა პირიქით. 


საინტერესოა, რომ მეორე მოტივი, რომლითაც ლინგვისტი ხელმძღვანელობდა - იყო სურვილი შეექმნა ინგლისური ხალხური ეპოსი და არა დაეწერა საბავშვო ზღაპრები გნომებზე, ელფებსა და ჰობიტებზე.


ზღაპრულ ისტორიებს ლინგვისტი პატარა მკითხველისთვის სულაც არ ქმნიდა და მაინც,

ბავშვებს ძალიან უყვარდათ, როდესაც მამა ამ ისტორიებს ძილის წინ უკითხავდა. 


ასე თანდათანობით ჰობიტებს თავგადასავალი საბავშვო ლიტერატურის რიგებს შეემატა. 


ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“



„გულივერის მოგზაურობას“, იმ სახით, როგორიც დღეს ჩვენ ვიცით, თავდაპირველ ქმნილებასთან ცოტა აქვს საერთო. 

სვიფტმა ჩაიფიქრა ნაწარმოები, როგორც მორალისტური ტრაქტატი და ადამიანური მანკიერებების დაცინვა, ნაწარმოების ცენტრში კი გულივერის მიზანთროპიული პიროვნება იდგა. მწერალმა თავის სატირას ხორცი სამოგზაურო ჟანრში შეასხა, რადგან ეს ჟანრი მწერლის თანამედროვეებში პოპულარობით სარგებლობდა. 

მიუხედავად კრიტიკოსების აღფრთოვანებისა, წიგნი ბევრის გემოვნებაში არ ჩაჯდა. 

სვიფტის სატირით უკმაყოფილოთა რიცხვი გამუდმებით იზრდებოდა და პირველი პუბლიკაციიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგი „ადამიანის ბუნების შეურაცხმყოფელ“ ნაწარმოებად აღიარეს.

სვიფტის ცხორვებაშივე გულივერმა სხვა ენაზე თარგმანისას მნიშვნელოვანი ადაპტირება განიცადა. ნაწარმოებს (დროთა განმავლობაში) გაუგებარი მომენტები მოაცილეს. 

XIX საუკუნის დასაწყისში კი ფრანგმა აბატ დეფონტენმა ტექსტი ბავშვებს მოარგო, ნაწარმოები გადააკეთა და შეცვალა. 



რას ამბობენ ჩვენზე