izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
11 დეკემბერი, 2018
4 შვილის სამაგალითო მამა, რომელიც შვილების აღზრდა-განათლებაში აქტიურად არის ჩართული
42 წლის ზურაბ ბარამიძე, რომელიც პროფესიით არქიტექტორია www.izrune.ge-სთან შვილებზე განსაკუთრებულმა მზრუნველობამ დაამეგობრა. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა 4 შვილის მამა შვილების აღზრდა-განათლების  საკითხში აქტიურ მონაწილეობას იღებს.  
 
საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე სამი შვილი საკუთარი ხელით დაარეგისტრირა და მას შემდეგ მათი ცოდნისა და განათლების დონეს თვალს მუდმივად ადევნებს.

მრავალშვილიანი მამა ამბობს, რომ ბავშვების აღზრდაში არა მარტო ოჯახი და სკოლა, არამედ მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული.

ზურაბ ბარამიძე, 4 შვილის მამა:

„ბავშვების განათლებასა და მოტივაციაზე www.izrune.ge დადებითად აისახება. საიტი ძალიან ეხმარება მათ, რომ გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება. მე ვცდილობ აქტიური კომუნიკაცია მქონდეს ჩემ შვილებთან. ნიკოლოზი, ნინო და მარიამი ყოველთვის დიდი მონდომებით აკეთებენ ტესტებს. ნიკოლოზი  პირველ კლასში სწავლობს და აღფრთოვანებას ვერ მალავს, როდესაც შესრულებულ ტესტზე ბრწყინვალე ეწერება. დღეს ამოვბეჭდე დიპლომები ერთი სახლისთვის, ხოლო მეორე სკოლისთვის. “



ნათია თავაძე, 4 შვილის დედა:

„სკოლიდან მივიღეთ ინფორმაცია www.izrune.ge-ს შესახებ, მაშინვე დავინტერესდით. ჩემმა მეუღლემ დაარეგისტრირა სამივე ბავშვი. ნიკოლოზს ორივე მშობელი გვერდით  ვუსხდებით და ვეხმარებით წაკითხვაში, რათა კითხევბი გაიაზროს.  ბავშვებს ყოველთვის ახსოვთ, რომ ხუთშაბათი- სავარჯიშო ტესტის, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღე „შვილებზე განსაკუთრებით ზრუნვის დღეა.“ რა საკითხებსაც ვერ იგებენ ინიშნავენ და შემდეგ სხვადასხვა წიგნებისა და ვებ-გვერდების დახმარებით იძიებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.“



 
 ნინო ბარამიძე, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის  მეხუთე კლასის მოსწავლე:

„ყველაზე მეტად ქართულთან დაკავშირებული ტესტები მიყვარს. შედარებით კი მიჭირს ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემა. მე ჯერ არ მაქვს დიპლომები და მინდა, რომ თვის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოვიპოვო.“

 ნიკოლოზ ბარამიძე, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე: 

„მამამ ამომიბეჭდა ჩემი ოქროს დიპლომები და დღეს წავიღე  სკოლაში, რათა  მასწავლებელმა წარმატების კედელზე გააკრას. ძალიან მიყვარს მათემატიკა და კითხვები, რომლებიც მათემატიკურ ნაწილს ეხება. სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს ყოველთვის მოუთმენლად ველი. “



 მარიამ ბარამიძე, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე:

„მე ყოველთვის სიხარულით ველოდები სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. დავდივარ ცეკვაზე, ხატვაზე და გალობაზე. ჩემი ჰობია ცეკვა და ხშირად www.izrune.ge-ს  სავარჯიშოების გაკეთებამდე ვცეკვავ, რათა კარგი განწყობა შევიქმნა და ტესტები მაღალ ქულაზე გავიარო. ყველაზე მეტად მათემატიკური კითხვები მომწონს, რადგან ჩემი საყვარელი საგანი მათემატიკაა.“




რას ამბობენ ჩვენზე