izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
08 ნოემბერი, 2018
რა გავლენას ახდენს ვიზუალურად გაფორმებული ტესტები მოსწავლეზე?
დღეს, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ონლაინ ტესტების მეშვეობით ამოწმებენ. 

თანამედროვე სამყაროში, კომპიუტერიზებული ფორმით ცოდნის მიღება და სხვადასხვა უნარის განვითარება დღითიდღე აქტუალური ხდება. ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა ტესტების ვიზუალურ გაფორმებას. 

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასეთი სახის ტესტები მოსწავლის მოტივაციასა და ინტერესს ზრდის და ამასთანავე მას სიზარმაცის დაძლევაშიც ეხმარება.


 

სალომე საბიაშვილი, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ფსიქოთერაპევტი:

„ონლაინ ტესტები, რომლებიც ვუზუალურ მასალას მოიცავს ბავშვისთვის უფრო საინტერესოა. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვს  სიზარმაცის დაძლევაში ეხმარება.,,ვმეცადინეობ და არ მწყინდება“, - აი ეს მთავარი მესიჯი დევს ასეთ ტესტებში. ასევე ხელს უწყობს კონცენტრაციის გაუმჯობესებას, ბავშვი მეტადაა ჩართული დავალებაში, ნაკლებად ეფანტება ყურადღება. ტესტის ვიზუალური მხარე ამცირებს დაღლილობის ეფექტსაც, რაც ასევე არსებითი პლუსია. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო პატარაა ასაკით ბავშვი, ასეთი სახის ტესტები მით მეტ ღირებულებას იძენს.“


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლის პროცესს საინტერესოს, გასაგებსა და ადვილად აღსაქმელს ხდის. 


 ნინო თოფურია ფსიქოლოგი: 

„ვიზუალური მასალის გამოყენება ტესტებში აადვილებს შეკითხვის კონტექსტის გაგებას და მოსწავლისთვის მასალის დამახსოვრებას მარტივსა და უკეთ აღქმადს ხდის. როდესაც ბავშვი უყურებს ვიზუალურად გაფორმებულ ტესტს, უფრო მარტივად უპასუხებს და დაიმახსოვრებს. ინფორმაციის მიღებისას რაც მეტი მოდალობაა ჩართული, გონება მით უკეთ აღიქვამს, იმახსოვრებს და აანალიზებს მას. თუ გსურთ, რომ ბავშვი კონცენტრირდეს, გაიგოს და დაიმახსოვროს მასალა, სასურველია გააკეთებინოთ ისეთი სახის ტესტები, რომლებიც გაფორმებულია შეკითხვის შესაბამისი ფოტოებითა თუ ვიდეოებით. “


 


რას ამბობენ ჩვენზე