izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
10 აგვისტო, 2018
„მშობელი სასკოლო ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული“ - რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი?
რა სჭირდებათ შვილებს და რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი? - ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, ყველაზე მეტად სკოლის დირექტორებს არ უჭირთ, რადგან მათ ხელში თაობები იზრდება. Etaloni.ge გთავაზობთ საჯარო სკოლების დირექტორების ხედვას, რომელიც მომავალ თუ უკვე შემდგარ მშობლებს გამოადგებათ. 

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე: ჩვენ, მშობლებს გვიჭირს საკუთარი შვილის შეცნობა. კარგი მშობლის სტატუსი პირველ რიგში მოითხოვს ძალიან დიდ სიყვარულს, ყურადღებას და სითბოს. სიმდიდრით, ფულით, მობილურებით და მანქანებით არ იზომება კარგი უერთიერთობა. კარგი მშობელი ის არის, ვინც დროის დიდ ნაწილს ატარებს საკუთარ შვილთან და ვინც იცის, რა უყვარს საკუთარ შვილს, როგორი სულიერი მდგომარეობა აქვს მას, რა ახარებს და რა აწუხებს. ჩვენდა სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში ეს მშობლებისთვის უცნობია.  გამოკითხვაც ჩაგვიტარებია სკოლაში, სადაც მოსწავლეებს ვკითხეთ ვინ სურდათ გამოსულიყვნენ, ხოლო შემდეგ მშობლებს ვკითხეთ იგივე შვილებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ მშობლების 80 პროცენტმა თითქმის არ იცის რა უნდა, რა მისწრაფება აქვს საკუთარ შვილს. მე თავად სამი შვილი მყავს, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული სურვილები და მოთხოვნები აქვთ. ცოტა ძნელია ერთი ადამიანი გაიყოს და ბოლომდე ამოწუროს შვილების ინტერესები, მითუმეტეს, როცა აქტიური დედაა, ან გადახვეწილია სხვა ქვეყანაში შვილების გამოსაკვებად. ამ დროს კი ვცდებით მთავარს და კარგი მშობლების ნაცვლად უფრო კარგი შემტანებად ვიქცევით. თუ შვილების მესაიდუმლოეები არ ვიქნებით, გაუცხოების მომენტი დაიწყება. გულწრფელები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ეს არის ყველაზე მთავარი.
   
ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე: დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მშობლებს ბევრი საზრუნავი აქვთ, რომელიც მატერიალურ მხარეს უკავშირდება. კარგი მშობელი პირველ რიგში შვილზე-მის აღზრდასა და განათლებაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ამის საშუალება კი დღევანდელი ყოფის გამო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მშობელს არ აქვს.  მშობელი სკოლასაც დაშორდა. დაწყებით კლასებში გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ შვილებს, მე-6 კლასის შემდეგ კი ნელ-ნელა შორდებიან. თუ მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი გაერთიანდა, ეს დიდ შედეგს იღებს. მე, პირადად, სულ სხვანაირი მშობელი ვიყავი პირველ შვილთან და სულ სხვანაირი - უმცროსთან. მათ შორის განსხვავება თითქმის 12 წელია. პირველ შვილთან ზედმეტად მომთხოვნი ვიყავი და ნაკლებად დამოუკიდებლად გავზარდე, პატარა კი უფრო ლაღად იზრდება. 

ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა: კარგი მშობელია ის, რომელიც შვილს ყველა პირობას უქმნის, რათა მან წარმატებას მიაღწიოს. მშობელი სკოლის ცხოვრებაში ჩართული უნდა იყოს და მისი შვილის ყოველდღიურ საქმიანობას თვალ-ყურს ადევნებდეს. ჩემი შვილები პატარები არიან. სიმართლე გითხრათ, მინდა მკაცრი ვიყო მათ მიმართ, მაგრამ არ გამომდის. განსაკუთრებული მოთხოვნა კი  წესრიგთან დაკავშირებით მაქვს. 

გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაშხია: კარგი მშობელი შვილის მეგობარი და მესაიდუმლე უნდა იყოს, და არა-კრიტიკოსი. მე პირადად მეგობრულიც ვარ და მკაცრიც, გააჩნია სიტუაციას. განსაკუთრებით მომთხოვნი ვარ, როცა საქმე სწავლას ეხება. საბედნიეროდ, სამივე შვილი წარმატებული მყავს და ეს მათი დამსახურებაცაა. 

მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდე კვესელავა: კარგია მშობელი, რომელიც ბავშვთან ერთად სწავლობს. მე სულ ვეუბნები მშობლებს-რაც უფრო ბევრს შეაწუხებენ მასწავლებელს და სკოლის ადმინისტრაციას, მით უფრო კარგი შვილი ეყოლებათ. კარგი მშობელი თავისი შვილის ცხოვრებითა და  რიტმით უნდა ცხოვრობდეს. ჩემი შვილი ჯერ სასკოლო ასაკის არ არის, მაგრამ როცა გახდება, ამას ვაპირებ - ყველა გაკვეთილზე შევყვები, ალბათ. მეც უნდა ვისწავლო მასთან ერთად - ერთად დავსხდებით, ერთად ვისწავლით, ერთად ჩავაბარებთ გაკვეთილებს. 

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი: კარგი მშობელი საკუთარ შვილს დიდ დროს უნდა უთმობდეს, მის აღზდასა და განათლებაზე, ადამიანურ მხარეზე ზრუნავდეს. სკოლაში უნდა ეხმარებოდეს მასწავლებელს შვილის აღზრდაში, ანუ სკოლასთან მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს. ჩემი შვილების შეფასებით, მე მკაცრი დედა ვიყავი, თუმცა თავად ასე არ ვფიქრობ-არასდროს არ ვუკრძალავდი მათ რამეს, ყოველთვის ვუსმენდი და ვფიქრობ, შედეგიც მაქვს-ორივე შვილმა საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. ზედმეტი სიმკაცრე არ მიყვარს, უფრო მეგობრული დამოკიდებულება მირჩევნია. 

წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე მაჭარაშვილი: კარგი მშობელი შვილის ინტერესს უნდა ითვალიწინებდეს და სასკოლო ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. შესაბამისად, აინტერესებდეს საკუთარი შვილის წარმატება. მე უკვე დიდი შვილები მყავს. როცა ისინი მოსწავლეები იყვნენ, მათთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თუმცა მომთხოვნიც ვიყავი, რასაც ითვალისწინებდნენ კიდეც. მიმაჩნია, რომ მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებთან ურთიერთობას. ცხოვრების რიტმმა გამოიწვია ის, რომ ხანდახან ბოლომდე ვერ არიან ჩართულები შვილის ცხოვრებაში, რაც ზღვარს და ბარიერს ქმნის. 

მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე: კარგი მშობელი ჩართულია ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში და მხოლოდ გაზრდით არ არის დაკავებული-აღზრდაშიც თავის წვლილს დებს. კარგი მშობელი სკოლისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ სკოლა ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილი მოსწავლის ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე სკოლებისთვის პრობლემაა სწორედ ეს-მშობელთა ჩართულობა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ამ მხრივ დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა და მშობლები უფრო მეტად დაუახლოვდნენ სკოლას. მაგალითად, ჩვენმა სკოლამ მშობელთა კლუბი შექმნა, სადაც დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები უფრო აქტიურობენ. ისინი მოსწავლეებთან ერთად თავად გეგმავენ ექსკურსიებს, ღონისძიებებსა და სხვა აქტივობებს. გაკვეთილზეც კი წარმოადგენენ ხოლმე პროექტებს. ეს დიდი ბედნიერებაა. მესმის, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მშობლები ძალიან დაკავებულები არიან და ამ ფონზე განსაკუთრებით პოზიტიურია იმ მშობლების არსებობა, რომლებიც სკოლაში აქტიურად არიან ჩართულნი. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და თავად არიან უკვე მშობლები. ვფიქრობ, რომ შეზავებული უნდა იყოს სიმკაცრეც და მეგობრობაც. აუცილებელია შვილებს დამოუკიდებლობა მივანიჭოთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ, რჩევა მივცეთ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე თავად განვახორციელებინოთ. ჩემი შვილები რეალიზებულნი არიან იმ საქმიანობაში, რაც თავად სურდათ. 

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ზაქარაძე: კარგი და ცუდი მშობელი არ არსებობს, მნიშვნელოვანია გარემოებები და მიდგომები. მშობელს მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ უკეთესი შვილი ჰყავდეს. აუცილებელია სკოლასთან თანამშრომლობა-ამ შემთხვევაში ბავშვზე ორივე მხარე ზრუნავს. არ უნდა არებობდეს ტერმინი „ეს არ არის სწორი“. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა გააზრებული უნდა იყოს. პრაქტიკაა მნიშვნელოვანი და არა-თეორია. შვილი უნდა ხედავდეს რა არის სწორი და არა-ესმოდეს. 

საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი: კარგი მშობელი იყო-ეს ნიშნავს შვილის განათლებაზე ზრუნავდე. მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში, უნდა ინტერესდებოდეს თავისი შვილის ცხოვრებით. მშობელი და მასწავლებელი თუ ერთად დადგებიან, მოსწავლე აუცილებლად განათლებული და აღზრდილი გამოვა. არის შემთხვევა როცა მშობელი უყურადღებოა, არ ინტერესდება საკუთარი შვილის წარმატებით, სწავლით-ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითი შემთხვევაა. მე პირადად უფრო მეგობრული მშობელი ვარ, ვაძლევ რჩევას და ვაკვირდები რამდენად ითვალისწინებს მას. 

თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი აზა გადელია: კარგი მშობელი არის ის, რომელიც დაინტერესებულია სკოლის ცხოვრებით და ხელს გვიწყობს მოსწავლესთან დაკავშირებით საერთო მიზანს მივაღწიოთ. ზოგჯერ, მოუცლელობის გამო მშობლებთან კომუნიკაციაც ჭირს. ამიტომ ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობა მოვიფიქროთ, რომ მშობლებიც ჩავრთოთ. ჩვენ კვლევა-გამოკითხვა ჩავატარეთ, თუ რამდენად იცნობდნენ მშობლები თავიანთ შვილებს, მათ ინტერსებს თუ საყვარელ საგნებს, აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, შვილებთან ახლოს არ არიან. მე ოთხი შვილი მყავს. მეგობრული მშობელი ვარ. დასჯა-წახალისება ქცევების მართვაში ყოველთვის გამოიყენება, მაგრამ მეთოდებს აქვს მნიშვნელობა. უკიდურეს ფორმებს არასდროს მივმართავ. მე უფრო ჰუმანური მშობელი ვარ, რომელიც პრობლემებს შვილებთან ერთად ჭრის. შვილები გულწრფელები არიან ჩემთან, რადგან იციან, რომ მათ შეცდომებს სწორად მივიღებ და გამოსწორებაში დავეხმარები. 


რას ამბობენ ჩვენზე