31 ივლისი, 2018
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.
აქამდე არსებული წესით, კი აბიტურიენტებს თავიანთ არჩევანში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აღარ შეეძლოთ.
რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. წელს გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.