27 ივლისი, 2018
„დიდი იმედი მაქვს, რომ წლევანდელი შედეგები წინა წლის შედეგებთან შედარებით უკეთესი იქნება“ - მაია მიმინოშვილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება კი აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი იმედოვნებს, რომ წლევანდელი შედეგები შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება:
„ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლევანდელი შედეგები განსხვავებული იქნება წინა წლის შედეგებისგან (უფრო კარგი შედეგები გვექნება). რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან დიდი სურველია, ყველა აბიტურიენტი წარმატებული ვიხილოთ და ჩაირიცხონ იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მათ სურთ. თითოეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ,“ - აღნიშნავს მაია მიმინოშვილი.