02 მარტი, 2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, სოფელ ჭიკაანის მოსახლეობას შეხვდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, ადგილობრივი ხელუსუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭიკაანის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე გამოწვევები განიხილა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროებაზე. როსტომ სესიაშვილის თქმით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზანს - ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პრიორიტეტების განსაზღვრა და ადგილობრივთა ძირითადი საჭიროებების გამოკვეთა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი, ფრაქციის ,,ქართული ოცნება“ თავმჯდომარე ნინო ხუციშვილი და მერის წარმომადგენელი ჭიკაანის ადმინისტრაციულ ერთეულში - ემილი ხვედელიძე.