მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
,,დონორების დახმარებით და საბიუჯეტო სახსრებით მილიონობით
ლარს ვხარჯავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,
ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას უკვე ვასრულებთ.
ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს
გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზასთან ერთად აქ გაკეთდება სანიაღვრეები
და მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
რეგიონებში აქტიურად ვმუშაობთ საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწერსიგებლად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნათ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები ’’- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით
ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.