23 თებერვალი, 2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება მოხდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში ბაღების გაზიფიცირებას
განახორციელებს. 20 საბავშვო ბაღში გაზის შიდა ქსელის მოწყობის
სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდება.
მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია, საიდანაც დღეისთვის მხოლოდ
15-ია გაზიფიცირებული. პროექტის დასრულების შემდეგ 35 საბავშვო ბაღი
ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილი იქნება.
ორ საბავშო ბაღში კი,
რომლებშიც გაზის ქსელის მოწყობა ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ
ხდება, სამუშაოები უახლოეს მომავალში განხორციელდება. მუნიციპალიტეტის
ყველა საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვი გაზიფიცირებული
იქნება.