izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი,

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განივთარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით. ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, კლასის შესაბამის საგნობრივ კითხვებთან ერთად ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება. 

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კლასის შესაბამის საგნობრივ კითხვებთან ერთად შესული იქნება კითხვები შეთავაზებული ნაწარმოებებიდან. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე „ინგლისური ენის ტესტის დღეა“ - თქვენ გექნებათ საშუალება ინგლისური ენის 5 დონიანი ტესტიდან აირჩიოთ სასურველი დონე და გაიაროთ ტესტი სირთულის მიხედვით.  

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ“ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, გახსნათ შემაჯამებელი ტესტი და პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით.

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“

მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007

მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება

დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.   გადახდა სწრაფი ჩარიცხვის ნებისმიერი აპარატით 

გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Paybox აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.


ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:


1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:

1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

სოციალური პაკეტი - განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები. თანამოაზრე სკოლის თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

ბავშვებზე მზრუნველო ოჯახებო შვილთან ერთად დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მთელ საქართველოს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

რჩევები მშობლებს
18 ოქტომბერი, 2017
რატომ უნდა მოარიდოთ ბავშვი ცოცხალ ქათამს და სხვა ფრინველს? - კომაროვსკის მკაცრი გაფრთხილება

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში ნატურალური პროდუქტებისა და სუფთა გარემოს პოპულარიზაცია დიდი ხანია დაიწყო. თუ ადრე მშობლები ქალაქის ცენტრში არსებულ იზოლირებულ ბინებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ახლა ყველას სურვილია მისი შვილი ღია სივრცეში, კერძო სახლში გაზარდოს, სადაც საშუალება ექნება მცირეწლოვანი ნატურალური საკვებით გამოკვებოს და ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეუქმნას.

თუმცა, შინაურ ფრინველებთან და ცხოველებთან კონტაქტისას, ეს რჩევები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სალმონელოზით დაავადება შეიძლება არა მარტო დაბინძურებული საკვებით, არამედ ცხოველებთან და ფრინველებთან კონტაქტითაც. წიწილებს, იხვებს, ბატებს, ინდაურებს სალმონელას ბაქტერიები შეიძლება ჰქონდეთ არა მარტო ნაწლავებში, არამედ ბუმბულში, ნისკარტში, ფეხებში მაშინაც კი, როდესაც ისინი სუფთები გვეჩვენებიან. მიკრობები მრავლდება გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ: საქათმე, ბუდე, ნიადაგი და თივა. ამიტომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს არა მხოლოდ შინაურ ფრინველთან კონტაქტით, არამედ იმ გარემოსთან კონტაქტით, სადაც იმყოფება ფრინველი. სალმონელამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ და დასრულდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი შედეგითაც. პატარა ბავშვები რისკის ქვეშ არიან სალმონელოზით დაავადების მხრივ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. მათ შეუძლიათ დაბინძურებული ხელები ან საგნები ჩაიდონ პირში. ⠀

 ამიტომ:

1.     ცოცხალი შინაური ფრინველი უნდა იყოს ღია ეზოში ან სპეციალურ შენობაში. ნუ დაუშვებთ შინაური ფრინველის თქვენს საცხოვრებელ ფართში ყოფნას. ⠀

 

2.     დაიბანეთ ხელები საპნით შინაურ ფრინველთან, მის კვერცხთან კონტაქტის შემდეგ. უფროსები უნდა აკონტროლებდნენ პატარა ბავშვების ხელების დაბანის პროცესს. გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება, თუკი არ გაქვთ იმ დროს წყალი და საპონი. ⠀

 

3.     არ ჩაიხუტოთ, სახესთან ახლოს არ მიიყვანოთ, არ აკოცოთ შინაურ ფრინველს. არ ჭამოთ და არ დალიოთ შინაურ ფრინველთან ახლოს. ⠀

 

4.     კვერცხი ხარშეთ მანამ, სანამ ცილაც და გულიც არ გამაგრდება. კვერცხის შიგნით ტემპერატურა უნდა იყოს 71°ჩ-ზე მაღალი. ⠀

 

5.     გარეცხეთ ნებისმიერი ხელსაწყო და ნივთი, რითიც შეხება გექნებათ ფრინველთან. გამოყავით ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელსაც იხმართ ფრინველებთან შენობაში ყოფნის დროს. ⠀

 

6.     ბავშვებმა 5 წლამდე და უფროსებმა 65 წლის ზევით, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, არ უნდა მოკიდონ ხელი ცოცხალ ფრინველს.



რას ამბობენ ჩვენზე