მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ქუთაისში დღეს „დავითობა“ აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქალაქში დილიდანვე სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა ჩატარდა, რომლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქართველთა მეფის საფლავს მიაგეს პატივი. მანამდე კი ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს :ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ.
დღესვე გელათის აკადემიის შენობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა ჩატარდა: "დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კოლექციებში". დღესვე ჩატარდა საგალობლების ფესტივალი. დღის ბოლოს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება.