01 თებერვალი, 2018
ქარელის მუნიციპალიტეტში , დიდთოვლობის გამო საჭირო გახდა სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა
ქარელის მუნიციპალიტეტში , დიდთოვლობის გამო საჭირო გახდა სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.
ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“-ს მიერ მობილიზებულია შესაბამისი
ტექნიკა და დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გაიწმინდა ხვედურეთი-ჭანდრები-ხეობის, ქარელი-ლეთეთის, სანებელი-ვედრებისა და ყინწვისი-ზღუდერი-გვერძინეთის გზის მონაკვეთები.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზებზე მოძრაობა თავისუფალია.