16 იანვარი, 2018
პროექტების - "ყოფილი პატიმრების გაძლიერება" და "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" სახელმწიფო პროგრამის წარმომადგენლებმა საჩ
პროექტების
- "ყოფილი პატიმრების გაძლიერება" და "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა
სარეინტეგრაციო დახმარების" სახელმწიფო პროგრამის წარმომადგენლებმა
საჩხერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს.
პროექტი "ყოფილი
პატიმრების გაძლიერება" ყოფილი ან ამჟამად პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების,
პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გადამზადებას, საოჯახო
ბიზნესის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას და მათი ჯანმრთელობის დაცვას გულისხმობს.
"საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების"
სახელმწიფო პროგრამა დაბრუნებულ მიგრანტთა მხარდაჭერას და ისეთი
სერვისებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, როგორიცაა: აეროპორტში დახვედრა
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, სამედიცინო მომსახურებითა და
მედიკამენტების უზრუნველყოფა, სოციალური პროექტების დაფინანსება გრანტის
მეშვეობით, სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული გადამზადება და სხვა.
აღნიშნული პროექტები განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრის მიერ
ევროკავშირის მხარდაჭერით და სხვადასხვა ფონდების თანადგომით ხორციელდება.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, პირველი
მოადგილე თამაზი ნადირაძე და თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.