05 იანვარი, 2018
დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა
დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, გაიმართა
საკრებულოს გეგმიური სხდომა. საკრებულომ დღის წესრიგით წარმოდგენილი ყველა
საკითხი განიხილა და შენიშვნების გარეშე დადებითად გადაწყვიტა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ, თხოვნით მიმართა დამსწრე
საზოგადოებას, რომ შეუერთდნენ ალილოს აქციას. 7 იანვარს, ქ.ლაგოდეხის
ქუჩებში გაიმართება ალილოს მსვლელობა და მიღებული შემოწირულობები
გადაეცემათ სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიან ოჯახებს.