izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
21 დეკემბერი, 2017
10 საახაწლო ფილმი - რას უნდა უყურონ ბავშვებმა ახალი წლის დღეებში
ახალი წლის დღეებში თითქმის ყველა მშობელს შვილები საახალწლო კონცერტებზე მიყავთ. მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს, განსაკუთრებულად რეგიონებში. გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებითაც სხვა გასართობების გარდა თქვენს შვილს საახალწლო განწყობა შეუქმნით.

1. გაყინული (Frozen)  – ანიმაციური ფილმი უშიშარ და ოპტიმისტ ანაზე, რომელიც კრისტოფის გუნდს ეპიკურ მოგზაურობაში შეუერთდება. მისიის მიზანია, ანას დის, ელზას პოვნა, რომელიც ზამთრის მარადიულ სამეფოშია დატყვევებული.
 
2. მაპეტ შოუ: შობის წინა ღამე (The muppet christmas carol) – ფილმში მოთხრობილია ისტორია ძუნძ ებენიზერ სკრუჯის შესახებ, მაგრამ აქ ყველა როლს მაპეტებ შოუს ვარსკვლავები თამაშობენ. როდესაც საშობაო ღამით სკრუჯს შობის სულები მოევლინება, ისინი აუხელენ მას თვალს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე.

3. ჩარლი ბრაუნის შობა (A Charlie Brown Christmas)  - დღესასწაულის სეზონზე არაქისები და ხვეულები მზადდება. ჩარლი ბრაუნი კი იბრძვის ფულის მოსაპოვებლად თავისი მეგობარი გოგონასთვის. სალი და პათი რეპეტიციას გადიან და იხსენებენ თავიანთ სიტყვას საშობაო მასკარადისთვის. ბავშვები ცდილობენ შობას შეუნარჩუნონ სულიერება.

4.  პოლარული ექსპრესი (The Polar Express) - ეს გახლავთ ამბავი ბიჭზე, რომელსაც თანტოლების დაცინვის მიუხედავად ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან ზღაპრული მატარებელი  გაჩერდა და გამცილებელმა დაუვიწყარი მოგზაურობა შესთავაზა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.
 
5. ელფი (Elf) - უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთმა იშვილა. მისცეს სახლი და გადაუკეთეს სახელი და ბადი დაარქვეს. წლების შემდეგ ის ცდილობს ელფებისა და პიგმეების ჯადოსნურ სამყარო ყველას გააცნოს, მაგრამ ის ძალიან მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

6. სანტა კლაუსის საიდუმლო (Arthur Christmas) - ფილმი მოგვითხროს იმ საიდუმლოს შესახებ თუ როგორ ახერხებს სანტა-კლაუსი მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საჩუქრების დარიგებას ერთი ღამის განმავლობაში.
 
7.  საშობაო საჩუქარი (Jingle All the Way) - ეს ჰოვარდ ლენგსტონია, რომელიც მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის შვილს მუდმივად იმედს უცრუებს, როდესაც მის კარატეს გაკვეთილებს არ ესწრება. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერ-გმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია, რის გამოც იგი იძულებული ხდება მთელ ქალაქში რამენაირად მოძებნოს შვილისთვის დაპირებული საჩუქარი.
 
8. გრემლინები (Gremlins) - ამ პატარა მომხიბვლელ ცხოველს გრემლინს გულისაჩუყება ქვისთვისაც შეუძლია. თან მას უნაკლო სმენა აქვს! ოღონდ ფრთხილად იყავით: ის მზის შუქისგან შეიძლება დაიღუპოს. მისი დასველება არ შეიძლება და რა მოხდება თუ მას 12 საათის შემდეგ საჭმელს აჭმევთ? ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.
 
9. ფიფქიას შობა (A Snow White Christmas)  - ბოროტი დედოფალი ყინულის ქარიშხალს ქმნის, რათა თავიდან მოიშოროს ახალგაზრდა ფიფქია. მთელი სოფელი ამის აცილებას მამაცურად ცდილობს. ფიფქია 7 ჯუჯასთან ერთად მოგზაურობს და მეგობრობს. ის ამავე დროს სერიოზულ საფრთხეშია, რადგან დედოფალი ყველგან გოგონას დაეძებს. შეუძლიათ ჯუჯებს დაიცვან ფიფქია?

10. სანტა კლაუსი 3 (The santa clause 3 the escape clause) - ჩრდილოეთი პოლუსის საიდუმლოს გამხელის რისკის მიუხედავად, სკოტ კელვინი, შეთავსებით კი სანტა–კლაუსი თავის ცოლთან კეროლთან ერთად, თავის ნათესავებს შობაზე დაპატიჟებს.



რას ამბობენ ჩვენზე