izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
13 ნოემბერი, 2017
წიგნები, რომლებსაც თქვენი შვილი ვერ მოწყდება
როდესაც საუბარი ეხება იმას, თუ რა წავაკითხოთ ბავშვს, მთელი ჩვენი ფანტაზია მალევე ვიწროვდება. დღეს, უამრავი გასართობი და სწავლებითი სახის ლიტერატურაა.

გთავაზობთ უცხოენოვან ლიტერატურულ ნაწარმოებთა საბავშვო სიას, რომელშიც უკვდავი კლასიკა შედის. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიაში აუცილებლად იპოვით თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის საინტერესო ლიტერატურას.

3-დან 6 წლამდე

„ვინი პუჰი" - ალან ალექსანდრ მილნი

„შარლოტას ქსელი" - ელვინ ბრუკს უაითი

„შავი ლამაზმანი" - ენ სუელი

„უფლისწული და მათხოვარი" - მარკ ტვენი

„ბემბი" - ფელიქს ზალტენი

„ექიმ დულიტლის ისტორია" - ჰიუ ლოფტინგი

„მისტერ პოპერის პინგვინები" - რიჩარდ და ფილიპ ეტუოტერები

„მეშვიდე პრინცესა" - ელეანორ ფარეონი

6-დან 9 წლამდე

„პეპი გრძელიწინდა" - ასტრიდ ლინდგრენი

„ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - ლუის კეროლი

„პატარა პრინცესა" - ფრენსის ბერნეტი

მრავალტომეული „როგორ მოვაშინაუროთ დრაკონი" - კრესიდა კოუელი

„ყინულის დედოფალი" - ჰანს ანდერსენი

„მახინჯი იხვის ჭუკი" - ჰანს ანდერსენი

„ჩიპოლინოს თავგადასავალი" - ჯანი როდარი

9-დან 12 წლამდე

„ტომ სოიერის თავგადასავალი" - მარკ ტვენი

„საიდუმლო ბაღი" - ფრენსის ბერნეტი

„ხმალი ქვაში" - ტერენს ენბერი ვაითი

„რობიზონ კრუზო" - დანიელ დეფო

„პატარა უფლისწული" - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

„პიტერ პენი" - ჯეიმს მეთიუ ბარი

მრავალტომეული „ნარნიას ქრონიკები" - კლაივ ლუისი

„ჯუნგლების წიგნი" - რადიარდ კიპლინგი

„ოქროს გასაღები, ან პინოქიოს თავგადასავალი" - ალექსეი ტოლსტოი

„ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" - როალდ დალი

12-დან 15 წლამდე

„როცა ანგელოზები ისვენებენ" - მარინა არომშტამი

„განძის კუნძული" - რობერტ ლუის სტივენსონი

„მერი პოპინსი" - პამელა ლინდონ ტრევერსი

„საიდუმლო კუნძული" - ჟიულ ვერნი

ჰარი პოტერის წიგნების სერია - ჯოან როულინგი

„კაპიტან გრანტის შვილები" - ჟიულ ვერნი







რას ამბობენ ჩვენზე