izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
20 მაისი, 2020
„შექმნილმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა Izrune.ge-ს აუცილებლობა“ - ქუთაისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ხაბურძანია
ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში IIბ კლასელების დამრიგებელია და ახლა, როდესაც სასწავლო პროცესი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს, დიდი გულისტკივილით საუბრობს იმაზე, როგორ ენატრება თავისი პატარები. მაია ხაბურძანია ერთ-ერთი აქტიური პედაგოგი გახლავთ, რომელმაც შეძლო, შექმნილი სტრესული მდგომარეობა მოსწავლეებზე არ ასახულიყო. ყოველდღე ამხნევებს მათ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ და ძალიან მალე ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მანამდე კი დისტანციურად ასწავლის, დისტანციურად ეფერება, ჩვენ კი Izrune.ge-ს როლსა თუ შესაძლებლობებზე გვესაუბრება კარანტინისას.

გაიცანით და იამაყეთ ქუთაისის N10 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებით:

- ბანძელაძე ნია
- გაბუნია მათე
- კუხიანიძე ელისაბედი
- მანაგაძე ლუკა 
- ნადირაძე მარიამი
- რობაქიძე ანასტასია
- ფორჩხიძე თათია
- ცენტერაძე სოფია
- ხიზანეიშვილი ბარბარე 
- ხურცილავა საბა 
- ჯოხაძე ანა 
- ქამუცაძე ბარბარე 
- ფხაკაძე ანა 
- აბრამიშვილი დავითი 
- სურმავა ბაჩო 
- მანჯგალაძე ქეთევანი




- შექმნილმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა Izrune.ge-ს აუცილებლობა... ესაა პროექტი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ჩემი მოსწავლეების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, რათა შეამოწმონ საკუთარი ცოდნა და სწორად უპასუხონ დასმულ კითხვებს. წარმოიდგინეთ, მშობლებსაც კი აფრთხილებენ, რომ არ დაეხმარონ...  Izrune.ge ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლეებმა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. ტესტირების შემდეგ კი მიზიარებენ შთაბეჭდილებებს, ცდილობენ, მოიძიონ საკითხები, რომლებიც იმ მომენტში ვერ დაძლიეს და მეც მაქსიმალურად ვუდგავარ მხარში. სხვაგვარად წარმოუდგენელია.
ზოგადად, დისტანციური სწავლება გამოწვევა იყო, რომელსაც ფეხი კარგად ავუწყვეთ; გაჩნდა საჭიროება მოგვეძიებინა სხვადასხვა რესურსი და ამის აუცილებლობა განსაკუთრებით იგრძნობოდა დაწყებით კლასებში. ამიტომ ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას... მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელშია ჩართული და მიღებული გამოცდილებაც  დამეხმარა ონლაინ-გაკვეთილების მართვაში. მშობლებიც მიდგანან მხარში - ეხმარებიან ბავშვებს, აკონტროლებენ, რომ დავალებები შეასრულონ...



- არ გაგიჭირდათ ასეთი პატარების ჩართვა დისტანციურ სწავლებაში?

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ მათ დისტანციურად გარკვეული დავალებების შესრულების ერთგვარი გამოცდილება უკვე ჰქონდათ სწორედ izrune.ge-ს წყალობით... თუმცა ასე მასშტაბურად ონლაინ-სწავლება რა თქმა უნდა სიახლე იყო. უჭირდათ მოსწავლეებსაც და მეც. მეუბნებოდნენ - მასწავლებელო, სკოლა გვირჩევნიაო... მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის - მეორე კლასის პროგრამა უნდა დავძლიოთ და ვფიქრობ, შედეგსაც მივაღწიეთ.

- ელოდით ასეთ ჩართულობას?

- ნამდვილად არ ველოდი ბავშვების ასეთ მონდომებას და სიმართლე გითხრათ, ვერც ის წარმომედგინა, აქტიურად  მეც თუ ჩავერთვებოდი.



- ალბათ, სკოლა და თქვენი პატარები ძალიან გენატრებათ?

- რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი ბავშვები, გვენატრება ჩვენი საკლასო ოთახი.

- და როგორ უმკლავდებით ამ ნოსტალგიას, როგორ ამხნევებთ ბავშვებს?

- ვეუბნები, რომ არ უნდა დაყარონ ფარ-ხმალი, ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდება მსოფლიოც, ჩვენი ქვეყანაც და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

მშობელთა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული წევრის - ანა ჯოხაძის განსაკუთრებულად მზრუნველმა დედამ - ხათუნა ტაბეშაძემ კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა - რომ სწორედ მაია მასწავლებლის ძალისხმევით დაძლიეს ბავშვებმა მეორე კლასის პროგრამა, ხოლო izrune.ge მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ძალიან დაეხმარა სახლში დარჩენის სევდა არ მიკარებოდათ:

„მაია ხაბურძანია ის ადამიანია, რომელმაც ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი გააკეთა ამ რთულ პერიოდში და ბავშვებს მისცა საფუძვლიანი ცოდნა. ვესწრებით ონლაინ-გაკვეთილებს, აქტიურად ვართ ჩართულები ყველა პლატფორმაში და განსაკუთრებით ეს ეხება Izrune.ge-ს, რომელიც მუდამ ჩვენი ბავშვების ინტერესებზეა მორგებული. izrune.ge წინა პლანზე წამოვიდა და ეს ძალიან მახარებს - სხვა ბავშვები თანატოლების შედეგებს რომ ნახულობენ, სურვილი უჩნდებათ, პროექტში ჩაერთონ. ბავშვებს უყვართ izrune.ge და ემოიციებს ვერ მალავენ, როდესაც ტესტის გავლის შემდეგ კარგი შედეგი აქვთ. უხარიათ, ემოციებს გვიზიარებენ, მასწავლებელთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და რაც მთავარია, იციან, რომ izrune.ge მათ წარმატებაზე ზრუნავს. სწორედ მაია ხაბურძანიას დამსახურებაა, ბავშვებს სკოლა და izrune.ge რომ უყვართ. ამ ყველაფერში კი მშობლების როლიც მნიშვნელოვანია - მათი მონდომება რომ არა, მხოლოდ პედაგოგი ვერაფერს გახდებოდა“.



რას ამბობენ ჩვენზე