izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
12 მაისი, 2020
„izrune.ge კარგი საზრდოა ჩვენი პატარებისთვის და მართლაც დროული პროექტია“
კარგა ხანია izrune.ge-ს გულშემატკივრობს და პირველი კლასის „წიგნიერების დღის“ კითხვების შემდგენ ჯგუფსაც ხელმძღვანელობს. როგორც ინტერვიუს დროს აღნიშნა, შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს პროექტი ნამდვილად დროული იყო, თუმცა მანამდეც ბევრი არ უფიქრია, ისე ჩაერთო პროექტში.

რატომ ხედავს izrune.ge-ში ყოველი მოსწავლის ჩართულობის აუცილებლობას? როგორ ჩაუდგა პირველკლასელთა კითხვების შემდგენ ჯგუფს სათავეში? რატომ აირჩია პედაგოგის პროფესია? – ამ კითხვებზე პასუხებს ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის 106-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის, ლია ვარძელაშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.



- პირველ რიგში, შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და მოსწავლეებსაც ძალიან მოგვწონს izrune.ge და ამ პროექტის აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები, ვხელმძღვანელობ წიგნიერების დღის კითხვების შემდგენ ჯგუფს, ძალიან მოგვწონს მისი არსი, დანიშნულება, მიზანი და მიმაჩნია, რომ izrune.ge კარგი საზრდოა ჩვენი პატარებისთვის. მართლაც დროული პროექტია და შექმნილ სიტუაციას ისე კარგად მოერგო, ბავშვებმა მეტი ენთუზიაზმით აიტაცეს, მოსწონთ და მხოლოდ ბავშვი კი არა, მთელი ოჯახია ჩართული.

- პროექტში თქვენ როგორ ჩაერთეთ, ქალბატონო ლია?

- იყო შემოთავაზება, ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა გაგვაცნო პროექტი და სიმართლე გითხრათ, ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, პროექტის აუცილებლობა ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა. ბავშვები ბევრს კითხულობენ, იღებენ ინფორმაციას, შემდეგ საშუალება აქვთ, ეს ცოდნა შეამოწმონ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ. ახლაც ვემზადებით „წიგნიერების დღისთვის“...

- პირველკლასელებისთვის კითხვების შედგენა ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობაა...

- რა თქმა უნდა... ამიტომ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს, ყურადღებით ვარჩევთ თემებს, რომ სახალისოც იყოს, არა რთული, ამასთანავე ხელი მიუწვდებოდეს მშობელსაც, ბავშვსაც და მგონი, უკმაყოფილო არავინაა. პირველკლასელებისთვის ტესტების შედგენა, დამეთანხმებით, იოლი არაა.

- არც დაწყებითების მასწავლებლობაა იოლი, ქალბატონო ლია. რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

- ჩემთვის ეს პროფესია ყველაფერია - ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. საჩხერის რაიონში დავამთავრე სკოლა და იმდენად მიყვარდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომ სწორედ მან შემაყვარა პროფესია.
უზომოდ მიყვარს ბავშვები, მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმომიდგენია.

- თუმცა მასწავლებელმა თანამედროვეობას უნდა აუწყოს ფეხი, თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?

- რადიკალურად შეცვლილია თაობა, სულ სხვანაირები არიან, თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა. გეთანხმებით - საკმაოდ რთულები არიან, აქტიურები, მომთხოვნები, უსაქმოდ გაკვეთილზე ვერ მოდუნდები, თორემ ახმაურდებიან; ზოგჯერ, ისეთ საოცარ კითხვას დაგისვამენ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო პასუხისას.

- თუმცა, შემდეგ დგება დღე, როდესაც თქვენი დაფრთიანებული პატარები მაღალ კლასში უნდა გაუშვათ. რთულია, ხომ, მათთან განშორება?

- 30 წელია სკოლაში ვარ და არ მქონია შემთხვევა, პირველკლასელს ჩემ გაკვეთილზე ეტირა... ისეთი კარგები არიან, ისეთი თვალებით გიყურებენ, წარმოუდგენელია, უღალატო, განასხვავო და ყველა ერთნაირად არ გიყვარდეს. განშორებას რაც შეეხება, ურთულესი მომენტია. დედას შვილებს რომ წაართმევენ, ასეთი განცდა მაქვს. თუმცა, დავძენ, რომ აქ ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება და მეც მუდმივად ვგრძნობ მათზე პასუხისმგებლობას. ხშირად ვეუბნები - სანამ სკოლის კედლებში ხართ, ჩემებად რჩებით!


რას ამბობენ ჩვენზე