izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
25 აპრილი, 2020
„ვდგავარ იქ, სადაც ჩემი მოსწავლეები არიან“ - როგორ ემზადება ახალსოფლის საჯარო სკოლა შემაჯამებელი ტესტისთვის
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდა მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. დღეს კი ფაქტია - პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა; არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა ქართული საგანმანათლებლო სისტემაც, თუმცა დისტანციური სწავლება უცხო სულაც არ აღმოჩნდა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც izrune.ge-ს კარგა ხანია ემეგობრებიან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გულშემატკივრობს ყველაზე მზრუნველ პროექტს და როგორც დირექტორმა, ტარიელ მიქელაძემ გვითხრა, ყოველთვის დგას იქ, „სადაც გოჩა ტყეშელაშვილია - იქ, სადაც ქართული სული და გულია“.

როგორ გაუმკლავდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების თავისებურებებს, რა დადებითი როლი შეასრულა izrune.ge-მ ამ საქმეში და როგორ ემზადებიან ადგილობრივი მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის? - ამ კითხვებზე პასუხებს სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- არსებულ ვითარებაზე ის შემიძლია გითხრათ, რომ მეც, ჩემ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ერთად გადაგვაქვს ყველაფერი. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, ხოლო ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ტელეფონის საშუალებით ვუკავშირდებით. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეულ ბავშვამდე მიიტანონ ზუსტი ინფორმაცია, რათა სწვლების პროცესი არ შეფერხდეს და მოსწავლეებმაც სათანადო განათლება მიიღონ.



- როგორც დირექტორი, მორალურად როგორ ამხნევებთ მოსწავლეებსა და კოლეგებს, ბატონო ტარიელ?

- თითოეული ჩვენგანი უნდა დადგეს იქ, სადაც ჩვენი მოსწავლეები არიან და ერთად უნდა შევძლოთ, ისე გავუმკლავდეთ გამოწვევებს, ბავშვებზე არ აისახოს.

- სწავლის ხარისხს როგორ აკონტროლებთ?

- მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან, მშობლების ჩართულობაც მაღალია...ჩემი შვილი მეათეკლასელია და პირადად ვაკონტროლებ, როგორ სწავლობს. როგორც დირექტორს და როგორც მშობელს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მასწავლებლები ბოლომდე იხარჯებიან, რათა მოსწავლეებმა საჭირო განათლება მიიღონ... თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ნამდვილ ურთიერთობებს. ძალიან მომენატრა სკოლა, ეზო, კედლებიც კი. იქ ყველაფერი მოწესრიგებულია და ჩვენი სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. არსებულ სიტუაციაში კი, შეუძლებელია, არ აღვნიშნო izrune.ge-ს მნიშვნელოვანი წვლილი - სწორედ ამ პროექტის წყალობით, საქართველოს უამრავმა მოსწავლემ უკვე იცოდა ტექნიკასთან ურთიერთობა; ბავშვები გარკვეულწილად მზად აღმოჩნდნენ, დავალებები დისტანციურად, ონლაინ-შეესრულებინათ და ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია.

- ახლა როგორ ემზადებიან თქვენი სკოლის მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის?   

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მოსწავლეების 80 პროცენტი ჩართულია პროექტში. მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად ემზადებიან და თავს არ ზოგავენ, რათა საუკეთესო შედეგები ჰქონდეთ. ძალიან მოტივირებულები არიან, ასეთივე ენთუზიაზმით ემზადებოდნენ „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ და ეს მასალები უკლებლივ მაქვს. ვფიქრობ, ასეთ პროექტებში მოსწავლეებისა და ზოგადად სკოლების ჩართულობა აუცილებელია, რადგან izrune.ge მოსწავლეებს უდიდეს სტიმულს აძლევს. Izrune.ge ზრუნავს მათზე, ჩვენ კი, უფროსები, ნათლად ვხედავთ, როგორ არიან ორიენტირებულები სწავლაზე, როგორია მათი ხედვა და თამამად შემიძლია გითხრათ - ჩემი მოსწავლეები, ჩემი შვილები ამ ყველაფერს ღირსეულად ართმევენ თავს. მე კი, ვდგავარ იქ სადაც დგას ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი და ჩვენი მომავალი თაობა, იქ სადაც ქართული სული და გულია.


რას ამბობენ ჩვენზე