izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
25 მარტი, 2020
ონლაინ განათლების მოტივაცია იმერეთში და საამაყო ანა ჯოხაძე


იმერეთის სკოლები გამოირჩეულად ზრუნავენ დისტანციურად მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებაზე. ერთ-ერთი ასეთი სკოლა არის ქუთაისის N10 საჯარო სკოლა. სწორედ მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული სკოლის დირექტორის - დემურ გაგუას და მასწავლებლების ძალისხმევის შედეგია მოსწავლეების მუდმივი წარმატება და წინსვლა izrune.ge-ზე.   

გაიცანით სკოლის საამაყო წარმომადგენელი - გამორჩეულად ნიჭიერი და მონდომებული, მეორე კლასის მოსწავლე - ანა ჯოხაძე, მას უკვე ხუთი დიპლომი აქვს და ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. 

ანა ჯოხაძის განსაკუთრებით მზრუნველმა დედიკომ, ხათუნა ტაბეშაძემ გაგვიმხილა, რომ გოგონა ტესტებზეც დამოუკიდებლად მუშაობს და განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს რეალობაში დისტანციური სწავლება აქტუალურია, ანაც და ანას თანატოლებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტი მათთვის უმნიშვნელოვანესია.

ამჟამად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქს გავერიდეთ და სოფელში ვართ, თუმცა ანა ახლაც აქტიურადაა ჩართული იზრუნეს ტესტირებაში და ცდილობს, მოვლენების განვითარებას არ ჩამორჩესო, - გაგვიმხილა ანას დედიკომ, ხათუნა ტაბეშაძემ.

- ქალბატონო ხათუნა, გოგონა დამოუკიდებლად მუშაობს ტესტირებისას?

- რა თქმა უნდა, მე მის გვერდით მხოლოდ იმიტომ ვარ, ტესტის გავლისას, ტელეფონით ვმართოთ პლატფორმა.

- ტელეფონით გადის Izrune.ge-ს ტესტირებას?

- დიახ, ჩვენ კომპიუტერი არ გვაქვს, სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და ამიტომ ტელეფონით გადის ტესტირებას, თუმცა ანას ეს ხელს არ უშლის, წარმატებული იყოს.



- რატომ გადაწყვიტეთ პროექტში ჩართვა?

- როდესაც დამრიგებელმა izrune.ge-ს შესახებ გვიამბო, მაშინვე გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით, ზოგადად ვცდილობ, ბავშვი მაქსიმალურად მონაწილეობდეს ყველა აქტივობაში და რის საშუალებასაც ჩვენი მდგომარეობა გვაძლევს, არაფერს აკლდება. საერთოდ, ანა ნიჭიერი გოგონაა, არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს საკუთარ შვილს ვაქებ, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა.
შეუძლებელია, აქვე არ აღვნიშნო, რომ ანას Izrune.ge ძალიან უყვარს და ყოველი დიპლომი, ყოველი შექება საოცრად აბედნიერებს.

- როგორია წარმატებული ბავშვის დედობა, ქალბატონო ხათუნა?

-  ვამაყობ, ანა რომ ჩემი შვილია, ვცდილობ, მუდმივად მის გვერდით ვიყო, მხარში დავუდგე და ყველა აქტივობაში იყოს ჩართული.



პატარა ანა ჯოხაძემ კი გვითხრა, ახლა, როდესაც სახლში ვართ, არდადეგებიც ასე გახანგრძლივდა, სკოლისა და მეგობრების მონატრების დაძლევაში izrune.ge მეხმარებაო.

„ძალიან მიყვარს izrune.ge... ბევრი დიპლომიც მაქვს და ბევრ რამესაც ვსწავლობ. თანაც, ტესტირება მაძლევს საშუალებას, ჩემი ცოდნა შევამოწმო. განსაკუთრებით მომწონს მათემატიკური კითხვები, ასევე მომეწონა ის კითხვები, რომლებიც ჰიგიენას ეხებოდა. ვფიქრობ, პასუხები ყველა ბავშვმა უნდა ვიცოდეთ... თამაშიც ძალიან მიყვარს და მიუხედავად იმისა, ჯერ არ ვიცი, როცა გავიზრდები, ვინ გამოვალ, თოჯინებს მასწავლებლობანას ვეთამაშები ხოლმე. ძალიან მინდა, სწავლა მალე დაიწყოს და მაშინაც, პირობას გაძლევთ, მე სულ ვიქნები izrune.ge-ს მეგობარი“.


რას ამბობენ ჩვენზე