izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
სკოლამდელი აღზრდა
09 მარტი, 2020
„izrune,ge ჩვენი მეგობარია! “ - „მომავლის კლასის“ ეტალონი დამრიგებელი - ლიანა გელოვანი
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის IIIზ კლასი ერთ-ერთი პირველია, ვინც მოიპოვა „მომავლის კლასის“ ტიტული.

„მომავლის კლასის“ დამრიგებლისგან - ლიანა გელოვანისგან წერილი მივიღეთ: 

„ძალიან მომწონს   ინოვაციური  საგანმანათლებლო პორტალი - izrune.ge. მინდა სიხარულით გამცნოთ, რომ სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის IIIზ კლასის მოსწავლეები  2018-2019  სასწავლო წლის  izrune.ge-ს „მომავლის კლასის“,  მზრუნველი სკოლის, მზრუნველი ოჯახის წარმატებული წევრები არიან. უნდა აღვნიშნო, რომ  2019-2020  სასწავლო წელს, ამ კლასის მოსწავლეთა 100% ჩართულია ამ შესანიშნავ პროექტში და მოგვენიჭა სასტარტო წამახალისებელი ტიტული „მეგობრული  კლასი“. შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით კლასმა 6-ჯერ მოიპოვა „სუპერ კლასის“ ტიტული: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და უკვე ამ სასწავლო წლის   „მომავლის კლასიც“ გავხდით. ბოლო შემაჯამებელი ტესტის საშუალო შეწონილი ქულა არის  92. უამრავი ოქროსა და ვერცხლის დიპლომი მოიპოვეს ბავშვებმა. ძალიან გაიხარეს პატარებმა. მეც ბავშვივით მიხარია ! ♥♥♥



  დასახელებული კლასის მოსწავლეები არიან:
 
1. ადამია ცოტნე
2. ასანიძე ანასტასია
3. ახალკაცი გიგა
4. ბერიძე სანდრო
5. ბიჭიკაშვილი ანასტასია
6. ბლიაძე თომა
7. ბოჭორიშვილი ნიკოლოზ
8. გოგოლაძე გოჩა-ერეკლე
9. დეკანოიძე ლაზარე
10. ზაქაშვილი ბარბარე
11. თხელიძე ელენე
12. კვიჟინაძე ანა მარია
13. მანწკავა მერაბი
14. მეტრეველი ლუკა
15. მინაშვილი ნიკოლოზ
16. ნავროზაშვილი გეგა
17. ნონიაშვილი ალექსანდრე
18. ოთარაშვილი მარიამი
19. ოთარაშვილი ანა
20. პეტრიაშვილი ანდრია
21. ფაცია ტატო
22. ფოცხვერაშვილი გიორგი
23. ფოცხვერაშვილი ნინო
24. ყაჭეიშვილი დემეტრე
25. შვანგირაძე საბა
26. ძაბახიძე აკაკი
27. ძიძიგური ნიკოლოზ
28. ხელაძე გიორგი
29. ხუციშვილი თეკლა

30-ე მოსწავლე, დევდარიანი გიორგი გადასულია სხვა სკოლაში,მაგრამ მაინც რჩება წელს ჩვენთან და აქტიურად გადის ტესტებს.

  არ  შემიძლია  არ აღვნიშნო მოსწავლეთა  უსაზღვრო   მოლოდინი  ყოველი ხუთშაბათისა  და  თვის ბოლო კვირა დღისა.  ისინი სიხარულით  ითვლიან  თითებზე,  როდის დადგება  ეს სანატრელი დღეები  და როდის  შეასრულებენ  ტესტებს.  მშობლებიდან ვიცი, როგორ მოსწონს თითოეულ ბავშვს ემოციური  შეძახილი: „ყოჩაღ“, იმის აღსანიშნავად, თუ როგორ წარმატებით  გაიარეს  ტესტი. 

   მოსწავლეთა ოჯახის წევრები ამ მნიშვნელოვან დღეებში შვილებთან ერთად არიან და თვალს ადევნებენ თავიანთი შვილების აზროვნების დონეს. კლასშიც აქტიურად განვიხილავთ მოსალოდნელ, ასევე მოსულ საკითხებს. ვაწვდი მათ  წასაკითხ მასალას. მოსწავლეები  ერთმანეთს  უზიარებენ  ცოდნასა და გამოცდილებას.  ახარებთ ერთმანეთის წარმატება. აღნიშნავენ იმას, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშეც  მუშაობა და წარმატების მიღწევა. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავენ დახმარებითვის. 

  izrune.ge-მ  ოჯახი, ბავშვი და სკოლა გაგვაერთიანა  მოსწავლეთა უკეთესი მომავლისადმი. ვემზადებით ახალი წარმატებისათვის.

ქვემოთმდებარე ფოტოზე წარმოდგენილნი არიან მოსწავლეები ერთ-ერთ  თვეში მიღწეული შედეგის დამადასტურებელი დიპლომებით, რითაც ძალიან კმაყოფილნი არიან:



დიდი  მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი კარგი  და საინტერესო ინტელექტუალური პროექტისთვის  პორტალის დამაარსებელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. გახარებული ვარ იმით, რომ ბავშვები კომპიუტერთან სხდებიან იმისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობები შეამოწმონ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ამ პორტალის გამართულ მუშაობაში. დიდი მადლობა მშობლებს, თავიანთი შვილებისადმი მზრუნველი დამოკიდებულებისათვის. დიდი მადლიერება  მინდა გამოვხატო ჩვენი სკოლის დირექციისადმი, რომელთა დახმარებით საშუალება მოგვეცა ჩავრთულიყავით ამ შესანიშნავ პროექტში. ბავშვებმა შეძლეს გამოამჟღავნონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება, რომელიც  ცხოვრებაში  გამოადგებათ.

მოვუწოდებ ყველა მშობელს , თუ ჯერ არ ხართ izrune.ge-ს დიდი და მზრუნველი ოჯახის წევრი, დაარეგისტრირეთ თქვენი შვილები ამ პორტალზე და ნუ მოაკლებთ მათ მზრუნველობას. 

 „izrune.ge“-  ჩემი,  ჩემი  მოსწავლეებისა და მშობლების  მეგობარია!  

 დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, IIIზ კლასის დამრიგებელი-ლიანა გელოვანი.“


რას ამბობენ ჩვენზე