izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
06 მარტი, 2020
„წიგნიერების დღის“ კითხვები პროფესიულ დონეზე დგება და ვცდილობთ, ისინი საინტერესო იყოს ბავშვისთვის
მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილმა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან აირჩია პროფესია და დღეს ბავშვებისთვის საყვარელი ინა მასწავლებელი თბილისის 106-ე საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგია. რამ განაპირობა მისი არჩევანი, როგორ აფასებს ზოგადად არაფორმალური განათლების მნიშვნელობას მოსწავლეთა განვითარებაში და როგორ გახდა მესამე კლასის ტესტებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, ამ კითხვებზე პასუხს ინა მეცხვარიშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

 

- პედაგოგობა ბავშვობიდან გადავწყვიტე. მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და და-ძმებს შორის უფროსი ვარ. შესაბამისად, მათ აღზრდაში ვმონაწილეობდი - ჩემი დედმამიშვილების არაფორმალური მასწავლებელი ვიყავი... ასე, თამაშ-თამაშით გავიარეთ ეს ეტაპები, მე მასწავლებელი ვიყავი, ისინი მოსწავლეები. ძირითადად, ვანსახიერებდი საყვარელ მასწავლებლებს, განსაკუთრებით ბიოლოგიის პედაგოგი მიყვარდა და ჩემ და-ძმებს ყველაზე ხშირად ბიოლოგიის გაკვეთილები უტარდებოდათ. თუმცა, როდესაც სკოლას ვამთავრებდი მაშინ არ მიფიქრია, პედაგოგიური მიმართულებით თუ წავიდოდი. ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში და მოვხვდი მეცნიერებათა დახელოვნების ფაკულტეტზე. პირველ კურსზე გავიარე ზოგადი საგნები, რამდენიმე ლექტორმა კი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, შემიყვარდა ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და გადავწყვიტე, ეს მიმართულება ამერჩია. მაგისტრატურაც განათლების მიმართულებით დავამთავრე და დოქტორანტურაზეც ამ მიმართულებით ვსწავლობ.

- ზოგადად განათლების რეფორმას როგორ შეაფასებდით? 

- მომწონს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, რომელიც ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე; სხვათა შორის, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ჩემი ლექტორი იყო და მოხარული ვარ, რომ მას უკვე აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა, პრაქტიკაში განახორციელოს.



- თავად როგორი მასწავლებელი ხართ?

- ამბობენ, რომ კარგი მასწავლებელი ვარ... ამჟამად, მეოთხე კლასი მყავს. მომწონს საკუთარი თავი ამ სფეროში იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს; არც ერთი დილა არ მახსენდება, დაბალი მოტივაციით წავსულიყავი სამსახურში. მთელი შეგნებითა და მონდომებით ვუდგები ჩემ საქმეს და ვფიქრობ, მოსწავლეთა შედეგები აუცილებლად, აჩვენებს ხოლმე როგორი მასწავლებელი ვარ.

- მკაცრი ბრძანდებით?

- არა, უფრო მეგობრული ვარ, თუ რამე არ მომწონს, თვალით ვანიშნებ ხოლმე; ჩემი მიდგომა არაა ყვირილი, ჩხუბი, უბრალოდ მათ იციან, რომ გული მტკივა და მწყინს, როდესაც არ იქცევიან ისე, როგორც ეკადრებათ. არასოდეს ვახვევ თავს ჩემ მოსაზრებებს, მინდა, ბავშვებს გააჩნდეთ საკუთარი აზრი გაიაზრონ, რომ სივრცე, სადაც ყოველდღიურად ვიმყოფებით, ყველასია და მასწავლებელი იქ არ არის მბრძანებელი, რომელსაც ემორჩილებიან. არ მახსენდება აქტივობა ან პროექტი, რაც ჩემ მოსწავლეებთან შეუთანხმებლად განმეხორციელებინა. ჩვენ ვართ მეგობრები და მინდა იცოდნენ, რომ მათგან ბევრს ვსწავლობ და არა მხოლოდ ვასწავლი.



- ეს მიდგომა არაფორმალურ განათლებასაც ეხება - მით უმეტეს, როგორც ვიცი, izrune.ge-ს მესამე კლასის ტესტების შედგენაში მონაწილეობთ? 

- ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლამ ბავშვი უნდა მოამზადოს ცხოვრებისთვის და ეს ცოდნა, რაც წიგნებშია მოცემული,  ქმედებებში გამოხატონ. სამწუხაროდ,  მე, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედალოსანი ვიყავი, როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში, უნარი არ მქონდა, თეორიულად მიღებული ცოდნა გამომეხატა პრაქტიკაში. სწორედ ამ ყველაფერს აძლევს ბავშვს არაფორმალური განათლება და მეც ვცდილობ, ჩემ მოსწავლეებს ეს დანაკლისი შევუვსო. ამიტომაც ვართ ჩართულები izrune.ge-ში. მე უზომოდ მადლობელი ვარ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის, რომლემაც ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცა. ჩემმა მოსწავლეებმაც იციან, რა სიკეთე მოაქვს მათთვის „იზრუნეს“, რომელმაც სკოლა- მოსწავლე-მშობელი გააერთიანა.

მესამე კლასის ტესტებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავართ - ასე გადაწყვიტა სკოლის ადმინისტრაციამ და ჩვენი 5-კაციანი ჯგუფი მუდმივად მუშაობს ამ საკითხზე. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ტესტები პროფესიულ დონეზე დგება და ვცდილობთ, ისინი საინტერესო იყოს ბავშვისთვის.



- ეს ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობაა. 

-  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ყველა ვართ დაწყებითების პედაგოგი, მესამე კლასი ჩვენი სფეროა, ვიცნობთ ბავშვების ფსიქოლოგიას და ეს გვეხმარება სამუშაო პროცესში; არ არის ადვილი, იმ ავტორების შერჩევა, რომლებიც უნდა იცოდეს მესამეკლასელმა, ტესტების შედგენა კი კიდევ ერთი გამოწვევა იყო ჩვენი ჯგუფისთვის, თუმცა, ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს.

- სკოლის ხელმძღვანელობა თუა ჩართული ტესტების შედგენაში? 

- დირექტორი თანამშრომლობს თითოეულ ჯგუფთან, ერთად განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს და ზოგადად, გაგვიმართლა - აქტიური ხელმძღვანელი გვყავს, რომელიც მცირე შრომასაც გვიფასებს, ხელმძღვანელის ერთი შექება, კონკრეტულად ჩემზე, მამოტივირებლად მოქმედებს. თავად პედაგოგი იყო და იცის პედაგოგის შრომა.

- პირადად თქვენი კლასი ჩართულია პროექტში? 

- „მეგობრული კლასიც“ გავხდით, „სუპერ კლასიც“ და „მომავლის კლასიც“ - ყველა ეტაპი გავიარეთ, ასე რომ, არც ეს წარმატებაა ჩვენთვის უცხო. უამრავი დიპლომი აქვთ ჩემს მოსწავლეებს, მშობლებიც გვემადლიერებიან, ბავშვებს პროფესიონალი გუნდი რომ უდგენს საკითხავ ლიტერატურას და ასეთ დროს მეტად მწყდება გული, იმ მოსწავლეებზე, ვინც არაა ჩართული პროექტში.



რას ამბობენ ჩვენზე